workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტა: “მსურს დავბრუნდე ნაკრებში”

კეიტა: “მსურს დავბრუნდე ნაკრებში”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, სეიდუ კეიტამ გადაწყივტა განაგრძოს საკუთარი ქვეყნის, მალის ეროვნული ნაკრების დახმარება. როგორც იცით, მალელმა ნახევარმცველმა სანაკრებო კარიერას თავი დაანება, თუმცა დროის გასვლის შემდეგ მიხვდა, რომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. ახლა კი ელოდება თავის შანსს, რათა დაბრუნდეს ეროვნულ ნაკრებში და დაიცვას მისი ღირსება.

 

“მე ხშირად ვეკონტაქტები მალის ნაკრების მწვრთნელს, ალენ ჟირესს. 2010 წლის აფრიკის საერო თასის შემდეგ გადავწყვიტე სანაკრებო კარიერა დამესრულებინა. მაშინ ვთვლიდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ახლა ის დრო ძალიან მენატრება. ჩემი დიდი სურვილია დავბრუნდე ეროვნულ ნაკრებში. მორალურადაც და ფიზიკურადაც ამისთვის მზად ვარ. გადაწყვეტილება კი მწვრთნელის მისაღებია”. დაასრულა მალელმა შემტევმა ნახევარმცველმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში