დღევანდელ შეხვედრაში, ერნესტო ვალვერდემ ძირითად შემადგენლობაში კლუბის ახალწვეული, კევინ-პრინც ბოატენგი დააყენა. მატჩი ანდალუსიელების გამარჯვებით, (2:0) დასრულდა, ბოატენგი კი 63-ე წუთზე ლუის სუარესმა შეცვალა.
31 წლის ბოატენგმა, რომელიც “ბარსას” რამოდენიმე დღის წინ შეუერთდა, დღეს პირველად მოირგო “ბარსელონას” მაისური. აქვე გეტყვით, რომ ეს არის განელის რიგით მეორე შეხვედრა სამეფო თასზე, პირველად მან ამ ტურნირზე 2016/2017 სეზონში, “ლას პალმასის” რიგებში ითამაშა.

აი ეს რატო გაიყვანა ვინმე ამიხსნის?
არავის გადაუღუნოს…