პეპ გვარდიოლას ამ დღეებში გუნდის 12 ფეხბურთელი დააკლდება, რაც სანაკრებო თამაშებითაა გამოწვეული…
ამ კვირას, “ევრო 2012″–ის შესარჩევი თამაშები და სანაკრებო ამხანაგური მატჩები მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ქვეშ მოექცევა. იმ ზემოდ ხსენებული ყურადღების ქვეშ მოქცევის მიზეზის გამო კი კატალონიის “ბარსელონას” 12 ფეხბურთელს თავისი ქვეყნის სახელის დაცვა მოუწევს. ამიტომაც ამ კვირას პეპ გვარდიოლას გუნდის 12 ფეხბურთელი დააკლდება. გუნდში ყველაზე მეტი ესპანელი ფეხბურთელია და ამიტომაც გამგზავრებისთვის წამსვლელთა ფებურთელთა რაოდენობის 1/2–იც ესპანელია. ესპანეთის ღირსების დაცვას ინიესტა, ბუსკეტსი, პიკე, ვალდესი, ვილია და ჩავი შეეცდებიან. დელ ბოსკეს გუნდი “ჩეხეთისა” და “ლიტვას” წინაშე წარსდგება.
“ევრო 2012″–ის შესარჩევი მატჩებისთვის ასევე ემზადება იბრაჰიმ აფელაი, რომელიც ნარინჯისფერი მაისურით საკუთარი ეროვნული ნაკრების წარმატებისთვის იბრძოლებს. მისი გუნდი უნგრეთს დაუპირისპირდება.
“ევრო 2012″–ზე “ბარსელონას” ფებურთელებიდან მატჩებს აღარავინ გამართავს. არგენტინელი მესი, მილიტო და მაშერანო ნიუ იორკსა და სან ხოსესკენ აიღებენ გეზს, სადაც ამხანაგურ შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოსტა რიკას ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ გამართავენ.
ალვეში კი თავის მხრივ, საკუთარ ნაკრებს შოტლანდიის ეროვნული ნაკრების დამარცხებაში დაემარება. ბრაზილია – შოტლანიის დაპირისპირება ლონდონში გაიმართება.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კატალონიელთა რიგებიდან 2 ფეხბურთელი 21 წლამდელთა ნაკრებშია მიწვეული. 21 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის მილიამ ნაკრებში ბოიანი და ფონტასი გამოიძახა. მათთან ერთად კი ლუისმა ტიაგოს, მინიოსა და მონტოიას გამოძახებაც გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ანდრეუ ფონტასი სეზონის დასრულებამდე პირველ გუნდში დაბანაკდება.