კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, დანიელ ალვესმა ისაუბრა თავისი გუნდის შესახებ. მის თქმით ძალიან რთული იქნება ტრიპლეტის მოგება, თუმცა “ბარსასთვის” ეს სავსებით რეალურია:
“ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ იმ თამაშზე, რომელიც წინ გველის. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ტურნირზე ბოლომდე გავიდეთ. კი რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება ტრიპლეტის კიდევ ერთხელ მოგება, თუმცა “ბარსასთვის” ეს რეალურია.”
“ძალიან რთული იქნება ლა ლიგის მოგება. ჩვენ არ უნდა ავტეხოთ პანიკა, თუ წავაგებთ რომელიმე მატჩს. აუცილებელია ბოლომდე შევინარჩუნოთ მაქსიმალური კონცენტრაცია. ჯერ არაფერი მითქვამს “უემბლის” ფინალზე. ჩვენ ძალიან გვინდა იქ თამაში. ჩვენ გვსურს, რომ კლუბის ისტორიაში დიდებული ფურცელი ჩავწეროთ,” დაასრულა ალვეშმა.
