მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელეს ყველაზე შედეგიანი სეზონი კარიერაში

დემბელეს ყველაზე შედეგიანი სეზონი კარიერაში

დღეს “ბარსელონას” ახალგაზრდა ვინგერმა, უსმან დემბელემ “ლეგანესს” გაუტანა და მიმდინარე სეზონში უკვე 13 გოლს მოუყარა თავი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონი ფრანგისთვის ყველაზე შედეგიანია კარიერაში, რაც უსმანი უმაღლეს დივიზიონებში თამაშობს. ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ ჯერ სეზონის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი.

გასულ 2017/2018 წლების სეზონში დემბელემ 4 გოლი გაიტანა. 2016/2017 სეზონში, “ბორუსიაში” ასპარეზობისას, ფრანგმა ანგარიშზე 10 გოლი ჩაიწერა. 2015/2016 სეზონში, “რენის” მაისურით, 12 გოლი გაიტანა (ყველა მათგანი საფრანგეთის ლიგა 1-ში).

ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ 2014/2015 წლების სეზონი, როცა დემბელე “რენის” სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა და საფრანგეთის რიგით მე-5 დივიზიონში გამოდიოდა, მაშინ ფრანგმა გოლი 13-ჯერ შეაგდო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • sons of anarchy
    schedule 21 იან 2019, 11:19

    ამ ბიჭს აღტაცებაში მოვყავარ ისეთი მაგარია..

  • davidus2020
    schedule 21 იან 2019, 01:48

    დემბომ თუ თავი თავზე იმუშავებს,დიდ ფეხბურთს ითამაშებს და შEიძლება მესი როგორც ლიდერი ჩაანაცვლოს როდესაც დაასრულებს კარიერას

  • MARI=BARCA-fan
    schedule 21 იან 2019, 00:56

    ჯერ სადა ხართ – დემბო მაჭარია, დაღვინდება და მერე ნახეთ! smile