მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, სანტიაგო სოლარის, ერთ-ერთ ინტერვიუში სამეფო თასიდან “ბარსელონას” შესაძლო მოკვეთაზე ჰკითხეს, თუმცა სპეციალისტმა კითხვას თავი აარიდა.
“ეს ჩემი საქმე არაა და ამაზე საუბარი არ მსურს.” – განაცხადა, სოლარიმ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს დაახლოებით იდენტურ სიტუაციაში მადრიდის “რეალი” კომიტეტმა თასიდან მოკვეთა.

არგენტინელი სანტიაგო სოლარი, სხვათა შორის როსარიოდან, მესის დიდი თაყვანისმცემელია და არა მგონია როდისმე რამე ბარსის საწინააღმდეგო თქვას, ის მოურინიო არ არის რომელმაც სამი საზიზღარი სეზონი გაატარა რეალში და ბარსას გინების მეტი არაფერი გაუკეთებია.
სხვათაშორის სოლარი როგორც ადამიანი არაა ცუდი, ახლა სხვა ამის ადგილზე ატლიკინებდა ენას. არაფერში კიდე არაა დამნაშავე, ცუდ დროს მივიდა გუნდში და პრივილეგიაც არ აქვს რაც ზიდანს ჰქონდა, ბიძიამ უკვე გააკეთა საკმარისი ზიდანისთვის და რონალდოსთვისაც, აწი უკანალს არ გაატოკებს და არც ტრანსფერების გამკეთებელია.