დღეს საღამოს გაიმართება ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა. “ბარსელონას” სავარაუდო მეტოქეთა სია შემდეგია: “ჟირონა”, “ხეტაფე”, “სევილია”, “რეალი”, “ვალენსია”, “ბეტისი” და “ესპანიოლი”.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი 7 გუნდიდან “ჟირონა” ერთადერთია, რომელსაც “ბარსელონა” სამეფო თასზე დღემდე არასდროს შეხვედრია.
“ბარსელონა” და “ხეტაფე” სამეფო თასზე ბოლოს ერთმანეთს 2013/14 სეზონის 1/8 ფინალურ ეტაპზე შეხვდნენ. კატალონიელებმა “კამპ ნოუზე” 4:0 იმარჯვეს (ფაბრეგასი(2), მესი(2)), ხოლო “ალფონსო პერესზე” კი – 2:0 (მესი(2)). იმ სეზონში “ბარსელონა” ფინალში “რეალთან” დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
“ბარსელონა” “სევილიას” ესპანეთის თასზე არც ისე დიდი ხნის წინ დაუპირისპირდა, ეს იყო გასული სეზონის ფინალური მატჩი, სადაც კატალონიელებმა “ვანდა მეტროპოლიტანოზე” სევილიური კლუბი 5:0 გაანადგურეს (სუარესი(2), მესი, ინიესტა, კოუტინიო) და ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიგეს.
სამეფო თასზე “ელ კლასიკო” ბოლოს 2013/14 სეზონის ფინალში შედგა, “მესტალიაზე” კატალონიელები 1:2 დამარცხდნენ (ბარტრა – დი მარია, ბეილი).
“ბარსელონასა” და “ვალენსიას” ბოლო დაპირისპირება გასული სეზონის ნახევარფინალში შედგა, “კამპ ნოუზე” “ბლაუგრანამ” სუარესის გოლით 1:0 მოიგო, “მესტალიაზე” კი 2:0 იმარჯვა, სადაც თავი რაკიტიჩმა და კოუტინიომ გამოიჩინეს.
2011 წელს პეპ გვარდიოლას “ბარსელონა” “ბეტისს” 1/4 ფინალში გადაეყარა. “კამპ ნოუზე” პეპის შეგირდებმა 5:0 მოიგეს (მესი(3), პედრო, კეიტა), ხოლო “ბენიტო ვილამარინზე” 1:3 დამარცხდნენ (მესი – მოლინა(2), არსუ). იმ წელს “ბლაუგრანა” ფინალში “რეალთან” 0:1 დამარცხდა.
ბარსელონური დერბი სამეფო თასზე გასული სეზონის 1/4 ფინალში შედგა. პირველ შეხვედრაში “კორნელია ელ პრატზე” “ბარსელონამ” “ესპანიოლთან” 0:1 დათმო (მელენდო), “კამპ ნოუზე” კი 2:0 იმარჯვა (სუარესი, მესი).
აქვე იმასაც გეტყვით, რომ 1/4 ფინალური ეტაპის წილისწყრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
სამეფო თასზე "ელ კლასიკო" ბოლოს 2013/14 სეზონის ფინალში შედგა, "მესტალიაზე" კატალონიელები 1:2 დამარცხდნენ (ბარტრა – დი მარია, ბეილი)
სწორედ ბარტრას რო გაექცა ბეილი და გაუტანა იმ პენსიონერს ფეხებს შორის ის ვერ მომინელებია, ბარტრას ადგილზე რამოსი თუ პეპე ფეხებს მოამტვრევდნენ და არ გაუშვებდნენ ბეილს კარისკენ.
ამის შემდეგ წავიდა რალის დაბომბვა, კასილიასი სულ შტანგებს კოცნიდა როცა ბურთი ხვდებოდა.
2011 წელს პეპ გვარდიოლას "ბარსელონა" "ბეტისს" 1/4 ფინალში გადაეყარა. "კამპ ნოუზე" პეპის შეგირდებმა 5:0 მოიგეს (მესი(3), პედრო, კეიტა), ხოლო "ბენიტო ვილამარინზე" 1:3 დამარცხდნენ (მესი – მოლინა(2), არსუ). იმ წელს "ბლაუგრანა" ფინალში "რეალთან" 0:1 დამარცხდა.
ეს კი მართლა საწყენი იყო მოურინიოს პირველი ტიტული რეალში, დამატებით დროში ბოლო წუთებზე რონალდუს თავურით…
ნეტა რეალს შევხვდეეთ გაასწორებდა
8 საათზეა