მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონასთვის” “ლევანტესთან” მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამან გულშემატკივრები ვერ მოიზიდა.
“კამპ ნოუზე” მხოლოდ 42 838 მაყურებელი იმყოფებოდა და ეს სეზონის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. აქამდე, ეს სტატუსი “ალავესთან” შეხვედრას ჰქონდა, რომელსაც 52 356 ადამიანი დაესწრო, საერთოდ კი, თამაშების უმეტესობაზე, 70 ათასზე მეტი გულშემატკივარი დადის. “ელ კლასიკოზე”, ეს რიცხვი 93 265 იყო.
მომდევნო თამაშს, “ბარსა” “ლეგანესის” წინააღმდეგ გამართავს და დასწრების მხრივ რეკორდის დამყარებას, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს.

ბილეთების ფასსა და ფეხბურთის ხარისხს შორის დიდი გარღვევაა და ეგაა მიზეზი, სტადიონს ტურისტები ავსებდა ახლა კი არუნდა ხალხს ამდენი ევროები სვარკის ყურებაში გადაყაროს, ვალვერდე სასწრაფო წესით მოსაშორებელი და შემტევი მწვრთნელია საჭირო სიცოცხლით სავსე და არა ასეთი მკვდრის სახით რომ დგას.
დაახლოებით 25-30 % მაყურებლისა კამპ ნოუზე, ეს ტურისტებია სხვადასხვა ქვეყნებიდან. იმ თამაშს რასაც ვალიკოს ხელში უჩვენებს ბარსა ,ფეხბურთის მოყვარუს სხვა ქვეყნიდან ნაკლებად დააინტერესებს,ამას გარდა კატალონელებიც ამ სახით გამოხატავენ თავიანთ პროტესტ ამ უსახურობის წინააღმდეგ
არაუშავს . მომდევნო შეხვედრაზეეტი ხალხი მოვა