კატალონიის “ბარსელონას” 21 წლის ფრანგმა შემტევმა, უსმან დემბელემ, ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში “ლევანტეს” დუბლი შეუსრულა და გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
საინტერესო ფაქტია, რომ ფრანგმა თავდამსხმელმა გოლები 30-ე და 31-ე წუთზე გაიტანა, დუბლი კი 103 წამში შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში გამარჯვება “ლევანტემ” მოიპოვა (2:1).

პირველი გოლი კი მუხლით გაიტანა მცველისგან მოხვდა, აზრზეც არ იყო. მეორეზე მე მგონი მეკარემ რო ფეხით სცადა ჩაწოდებულის მოგერიება იმან ჩაჭრა კარებში.
ხოო თან ესეთი იღბლიანი დუბლი არავის გაუტანიაა🤣🤣მარა კოღოო რო კლასია ხედავს ყველა❤️
მეორე ხო რასლაპარაკობ შეასრულა იმენნა 😂😂😂 მემგონი მეორე გოლზე მესის უკეთებდა პასს კიარ ურტყავდა 😂😂😂 მარა კაია ყისმათა რო გვაყვს, სასარგებლოა 😂😂😂😂
პირველი გოლი მაგარი ღადაობა იყო