კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა მცველმა, ჟორდი ალბამ კლუბიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა. იტყობინება, El Mundo Deportivo.
“ბარსელონა” – ჩემი ცხოვრების გუნდია. მე ჯერ კიდევ 8 წლის ბავშვი ვიყავი როცა აქაურობა დავტოვე, მაგრამ შემდგომ დავბრუნდი. ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და რა თქმა უნდა, კარიერის დასრულებას სწორედ აქ ვისურვებდი.” – განაცხადა, ალბამ.
ალბას კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, ბოლო დროს პრესამ ფეხბურთელი ტურინის “იუვენტუსს” დაუკავშირა. 29 წლის მცველი “ბლაუგრანას” ღირსებას 2012 წლიდან იცავს.

ალბა შეუდარებელი ხარ და რათქმაუნდა ბარსაში დარჩები!
ალბა არის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და საკვანძო ფეხბურთელი. გავუშვათ კიარა გაუხანგრძლივეთ იმსახურებს! <3
Rogor xart xalxo? Dagvianebit gilocavt axal wels da yvelafer kais gusurvebt. Bevri fuli, bevri mogeba, bevri qalebi da bevri….
ჭორია..
კიდევ დიდი ხანი იქნება ალბა კლუბში..
ნუ სანამ მესი აქ არის.. ;დ