მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაცდური შეთავაზებების მიუხედავად, “ბარსელონას” აკადემიის ვარსკვლავის დაკარგვა არ სურს

მაცდური შეთავაზებების მიუხედავად, “ბარსელონას” აკადემიის ვარსკვლავის დაკარგვა არ სურს

“ბარსელონამ” “ლა მასიას” აკადემიის ერთ-ერთ გამორჩეულ წევრს, ილაშ მორიბას, რომელსაც კლუბთან ხელშეკრულება უმთავრდება, ფინანსური და სპორტული თვალსაზრისით ძალიან დიდი შეთავაზება გაუკეთა. ახლა, კლუბში ფეხბურთელის თანხმობას უცდიან. 

საქმე ისაა, რომ კატალონიელებს არ სურთ იმ ფეხბურთელის დაკარგვა, რომელსაც დიდი მომავალი უნდა ჰქონდეს. მორიბას პროგრესს უკვე დიდი ხანია, “მანჩესტერ სიტი” აკვირდება და Sport-ის ცნობით, ინგლისელებს შეთანხმება უკვე დასრულებულად მიაჩნიათ. ილაშ მორიბა კურუმა კურუმა, რომელიც წარმოშობით გვინეიდანაა, 19 იანვარს 16 წლის ხდება, “სიტი” კი მის დამატებას მომდევნო დღეს აპირებს. 

მორიბას დამატება “იუვენტუსსაც” სურს, ისინი “სიტიზე” მეტს იხდიან, თუმცა, “ბარსელონას” ამ შემთხვევაში ფული არ აინტერესებს. კატალონიელები  იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებას ამჯობინებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • Data10
    schedule 16 იან 2019, 18:12

    ციტატა: Messiah
    მერე და ამოიყვანეთ ათამაშეთ ხოლმე პირველ გუნდშიც.. 19 წლისაა 15 ხოარა.. მალკომს თუ ვათმაშებთ და ვიღაც მირანდებს ათამაშეთ ეს ბიჭიც


    16 tisaa kargad waikitzet

  • sandman
    schedule 16 იან 2019, 17:54

    19-ის კიარა 16-ის ხდება და უნიჭიერიესი ბიჭი ყოფილა მართლა https://www.youtube.com/watch?v=Y0Ai-KQsyxg

  • MARI=BARCA-fan
    schedule 16 იან 2019, 17:47

    ციტატა: Messiah
    მერე და ამოიყვანეთ ათამაშეთ ხოლმე პირველ გუნდშიც.. 19 წლისაა 15 ხოარა.. მალკომს თუ ვათმაშებთ და ვიღაც მირანდებს ათამაშეთ ეს ბიჭიც


    ..ან იჯარით გაუშვან გამისყიდვის უფლების გარეშე, ეხლა სად ათამაშებენ, ვის ამოაგდებს, პიკეს თუ ლანგლეს?!

  • Mელა
    schedule 16 იან 2019, 15:39

    მორიგი ვარსკვლავი იკარგება, იმედია უარს ეტყვის ამ ფულის მონებს. საერთოდ გააუბედურეს ამ შეიხებმა ეს სპორტი. ყველგან ფული ტრიალებს, მარადონამ კი თქვა ისე სიმართლე, გააუქმეთ ტოტალიზატორები და იხილავთ ნამდვილ ფეხბურთსო