“ჟირონას” თავდამსხმელი, კრისტიან სტუანი, შესაძლოა, “ბარსელონაში” გადავიდეს, იტყობინება Football Espana.
წყაროს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 32 წლის ურუგვაელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის გადახდის ვარიანტს განიხილავს, რომელიც 15 მილიონ ევროს შეადგენს.
სტუანი “ბარსელონაში”, სავარაუდოდ, მუნირ ელ ჰადადის შემცვლელი გახდება. როგორც იცით, ეს უკანასკნელი რამდენიმე დღის წინ “სევილიას” ფეხბურთელი გახდა.
მიმდინარე სეზონში, სამხრეთამერიკელმა შემტევმა, ლა ლიგის 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ამ მომენტისთვის ის ბომბარდირთა დავაში მესამე პოზიციას იკავებს.
აუ რა დროს არ შეგვიძლია ქვილითაიას შეთავაზება..:(
..კი მაგრამ ტოლები არიან და სუარესზე მაგარი რითია, თან ფორმაშიც შევიდა სუა!
რა ჯანდაბად უნდათ ეს ბებერი
მართალია ასაკშია მაგრამ ვაფშე არ ეტყობა ასაკი ტიპი რა გოლებს იტანს ლა ლიგაში ძაან კარგი ფეხბურთელია სტუაინი პირადად მე მაქსი გომესი მირჩევნია მაგრამ ბარსას ხელმძღვანელობა ვერ ხვდება რომ მისი შეძენა აუცილებელია