გუშინ ღამით, “ეიბარის” კარში გატანილი ბურთის წყალობით ლიონელ მესის ლა ლიგაში 400 გოლი დაუგროვდა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან ერთ-ერთში ამას მიაღწია.
ეს შედეგი, ლა ლიგის და ფეხბურთის ფედერაციის ჩათვლით, ფაქტიურად ყველამ აღიარა, Marca-ს მტკიცებით კი “ბარსელონას” კაპიტანს 400 კი არა, 399 გოლი აქვს გატანილი. მადრიდული გამოცემის სპეცილისტები 2012/13 წლების სეზონში “ბარსას” და ბილბაოს “ატლეტიკის” დაპირისპირებას იხსენებენ, სადაც ერთ-ერთი გოლი მსაჯმა მატეუ ლაოსმა მესის ჩაუთვალა, Marca-მ კი ფერნანდო ამორებიეტას, რომელიც ბურთს არგენტინელის დარტყმის შემდეგ შეეხო.

მადრიდისტების დაფუძვნებულია მარსა თორე მაგას ვერ დაწერდნენ რადგან წლები ითამაშებს კიგე ლა ლიგაში და ერთ გოლს ვერ გაიტანს მაინც?
მე მეგონა აქამდე რო, თამაშის ოქმს(გოლები, ყვითლები, გაძევებები, ცვლილებებს) მსაჯი წერდა და ის იყო ოფიციალური დოკუმენტი, აქ მარკა ვინ ჩემი ის არის….
ამაზე კაი ანეგდოტი გამახსენდა მოგეწონებათ: მსაჯმა პენალტი დანიშნა და მეტოქის კაპიტანმა გააპროტესტა არ იყო პენალტიო, მსაჯმა წყნარად უპასუხა იყო როგორ არ იყო ამას ხვალ გაზეთში წაიკითხავო.
marcam 1 kvirit gaixangrdzliva :d vnaxot mere ragas moimizezeben