სერჟი სამპერმა და ტომას ვერმალენმა “ბარსელონასთან” ერთად ვარჯიში განაახლეს და ნაწილობრივი დატვირთვა მიიღეს. ორივე ფეხბურთელმა ტრავმა ძალიან დიდი ხნის წინ მიიღო, რამდენიმე დღეში კი ისინი, სავარაუდოდ, მოედანზე გასვლას ისევ შეძლებენ, შემდეგ ახალ ტრავმას მიიღებენ და მომდევნო თვეების განმავლობაში ისევ გამოჯანმრთელებაზე იზრუნებენ.
სამპერისთან შედარებით, ვერმალენი დაზიანების გარეშე წესით ნაკლებ დროს გაატარებს, რადგან ბელგიელ მცველს ესპანელი ნახევარმცველისგან განსხვავებით სათამაშო დროის მიღების შანსი აქვს.
ფეხბურთელები ახლა ექიმების მეთვალყურეობით ვარჯიშობენ და დროებით ასეც გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ “ბარსას” სავარჯიშო სესიაში მათ გარდა მონაწილეობა ბ გუნდის წევრებმაც მიიღეს, მათ შორის ინიაკი პენიამ, მუსა ვაგემ, ორიოლ ბუსკეტსმა და რიკი პუჩმა.

ორივე წავიდეს თან ახლავე
ადრე მახსოვს სტატია იყო ბარსას ფეხბურთელების ხელფასებზე და დავინტერესდი ამ სამპერს რამდენი აქვს ხელფასი ნუ ყველაზე ცოტა ქონდა სხვებთან შედარებით მარა რიცხვზე იკაიფეთ… 19,000 ევრო კვირაში
რამაგარი კაცია ხელფას იღებს ტიტულებს იგებს ისე რომ სულ ტრამვა აქვს.საღოლ ვერმა
ამაზე ნაკლებად ოპტიმისტი აღარ უნდა იყო კაცი :დ და რაიცი რო სანამ მოედანზე გავა ვერმალენი მანამ არ მიიღებს ტრავმას
"რამდენიმე დღეში კი ისინი, სავარაუდოდ, მოედანზე გასვლას ისევ შეძლებენ, შემდეგ ახალ ტრავმას მიიღებენ და მომდევნო თვეების განმავლობაში ისევ გამოჯანმრთელებაზე იზრუნებენ"
კარგი იყო 😀