workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მიშელი” მატჩის შემდეგ

“მიშელი” მატჩის შემდეგ

“ხეტაფეს” მთავარმა მწვრთნელმა, “მიშელმა” ინტერვიუ მისცა “მარკას” 29–ე ტურში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც “ბარსელონამ” დაამარცხა “ხეტაფე”, ანგარიშით 2–1.

 

მართალია, რომ კატალონიელებმა გიამარჯვეს, თუმცა “მიშელის” განცხადებით, მასპინძლებს ერთი სული ჰქონდათ როდის გაისმებოდა საფინალო სასტვენო. მან ასევე შეაქო საკუთარი გუნდი.

 

“ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გუნდის თამაშით. ზოგჯერ ფეხბურთელები ნამდვილად ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ “რეალსა” და “ბარსელონას”. მაგრამ დღეს “ხეტაფემ” ძალიან სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა, ისიც კი მოახერხა, რომ თვით კატალონიელები მოეჯაჭვებინა საკუთარ საჯარიმოს. “ლურჯ–ბროწეულისფერები” სულმოუთქმელად ელოდნენ მსაჯის საფინალო სასტვენს. “ბარსელონას” ნებისმიერი მომენტის გოლად ქცევა შეუძლია, ამის მაგალითი დანიელ ალვესის ულამაზესი დარტყმა. ასეთი რამ სხვა გუნდებს არ შეუძლიათ”. დაასრულა “მიშელმა” “მარკასთან” ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში