გუშინ, კატალონიის “ბარსელონამ” სოლიდარობა გამოუცხადა იაპონელ ხალხს. გუნდებმა და სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ დაღუპულ ხალხს წუთიერი დუმილით მიაგო პატივი. ამას გარდა, სტადიონზე მრავლად მოიძებნებოდა აბიდალის მხარდასაჭერი ბანერი…
გუშინ, “ნოუ კამპზე” მისულმა მაყურებელმა, ერიკ აბიდალს მორალური მხარდაჭერა გამოუცხადა. მოგეხსენებათ ფრანგს ხუთშაბათს ღვიძლის სიმსივნის გამო, ოპერაცია გაუკეთდა. “ნოუ კამპზე” მთელი მატჩის განმავლობაში შეგვეძლო გვეხილა ბანერები, რომელზეც ერიკის მხარდასაჭერი წარწერა იყო გამოსახული.
მაყურებლის გარდა, ერიკს მორალურად მხარში “ბარსასა” და “ხეტაფეს” ფეხბურთელებიც ამოუდგნენ, რომლებიც მოედანზე აბიდალის მხარდასაჭერი მაისურებით გამოვიდნენ. მაისურებზე შემდეგი წარწერა იყო გამოსახული: “T’estimem Abi” –”ჩვენ შენ გვიყვარხარ, აბი”. ასევე მატჩის დაწყებამდე სტადიონის ეკრანზე აბიდალისადმი მიძღვნილი ვიდეოც გამოჩნდა. მთელი ვიდეოს განმავლობაში “ნოუ კამპი” ტაშის დაკვრას არ წყვეტდა.
ვიდეო
