workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი მომხდარით ძალიან გაბრაზებულია

როსელი მომხდარით ძალიან გაბრაზებულია

 

გუშინდელი მატჩის შემდგომ, კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტს, სანდრო როსელის ჟურნალისტები გაესაუბრნენ…

 

“ბარსელონას” ტელევიზიასთან საუბრისას, სანდრომ აღნიშნა გასული კვირის მოვლენები და განაცხადა, რომ იგი ამასთან დაკავშირებით ძალიან “გაბრაზებულია”. ალბათ ყველა ხვდებით, რომ საუბარი იმ უსაფუძვლო ჭორებზეა, რომელიც რადიო “კადენა კოპემ” გაავრცელა. “როდესაც შენ ცილს სწამებ გუნდს, მის ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ექიმებს … ეს ჩვენი კლუბის იმიჯს აყენებს შეურაცყოფას. ჩვენ ასე გაგრძელება ნამდვილად აღარ გვსურს”, განაცხადა “ბარსელონას” პრეზიდენტმა.

 

“მე ძალიან გაბრაზებული ვარ მთელი იმ საქციელით, რაც გაკეთდა, იმისდა მიუხედავად ვისაც არ უნდა გაკეთებინა ეს”, თქვა სანდრო როსელმა კომენტარის ბოლოს კი მან ასეთი განცხადება გააკეთა: “არიან ადამიანები, რომლებსაც გამარჯვება ჩვენს მსგავსად, მოედანზე სურთ და არიან ადამიანები, რომლებსაც გამარჯვების მოპოვება მოედნის გარეთ სურთ. ეს არ არის “Fair Play.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში