მუნირ ელ ჰადადი რომ 2019 წელს “ბარსელონას” დატოვებს, ამას ყველა შეგუებულია. ესპანური მედიის ცნობით, 23 წლის თავდამსხმელის მიზანი სეზონის ბოლოს გუნდიდან უფასოდ წასვლაა, თუმცა არც იანვარში ტრანსფერია გამორიცხული.
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუნირს იტალიიდან კარგი შეთავაზებები აქვს, მაგრამ მას ესპანეთში დარჩენა სურს. ადრე გავრცელებული ცნობებით, ფეხბურთელის დამატების სურვილს “ვალენსია” და “ალავესი” გამოთქვამდნენ, ახლა კი, მისთვის ბრძოლაში ფავორიტებად სევილიური გუნდები, “სევილია” და “ბეტისი” მიიჩნევიან.
წადი შვილო წადი და აღარ დაბრუნდე შენთვისაც კარგი იქნება და ჩვენთვისაც :)))