workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
წითელ–ყვითელი ფერებით დამშვენებული ხელები

წითელ–ყვითელი ფერებით დამშვენებული ხელები

თამაშის წაგებასა, ან ვერ მოგებაში, ბევრ ფაქტორს შეუძლია ხელის შეწყობა. ამ ფაქტორებს შორისაა მსაჯის მიერ დაუზარელად ამოღებული ყვითელ–წითელი ბარათები, რომელთა დახმარებითაც ფეხბურთელი სტადიონის მინდვრის ტერიტორიას დროზე ადრე ტოვებს. ბოლო სეზონებია, სწორედ ასე ხდება “ხეტაფესთან”. რამ შეიძლება ხელი შეგიშალოს “ხეტაფეს” დამარცხებაში? “ბარსას” შემთხვევაში სწორედ იმ ზემოდ ხსენებულმა ფაქტორმა, რომელსაც მსაჯის მიერ დაუზარელად ამოღებული ყვითელ–წითელი ბარათები ჰქვია…

გავიხსენოთ 2006/07 წლების სეზონი. “ბარსელონა” “ხეტაფეს” საკუთარ მოედანზე მასპინძლობს. თამაშის დაწყებიდან 40 წუთიც არ იყო გასული, რომ შეხვედრის არბიტრის ხელი ოდნავ წაგრძელებულიყო, წაგრძელებული ადგილი კი წითლად ყოფილიყო შეღებული. წითლად შეღებილი წაგრძელებული ადგილის მსხვერპლი არც მეტი, არც მეტზე მეტი, რონალდინიო აღმოჩნდა. თუმცა, გაუჩოს ამ მომენტამდე მატჩის ერთადერთი გოლის გატანა მოესწრო. ეს შეხვედრა ძალზედ რთულად წარიმართა. გაუჩოს დამსახურებული წითელი ბარათის გარდა, არბიტრმა კიდევ 8–ჯერ მოასწრო ხელის წაგრძელება, ოღონდ ამჯერად წითელი კვადრატისა, თუ მართკუთხედის წაგრძელებული ადგილის მაგივრად, ყვითლად მანათობელი ადგილი მოჩანდა. ამ მატჩის ფრედ დასრულება შუსტერის “ხეტაფეს” ნამდვილად შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.

გასულ წელს, “ბარსა” – “ხეტაფეს” დაპირისპირებაში მსაჯს ბარათის ამოსაღებად თავის შეწუხება 8–ჯერ მოუხდა. ამ 8 ბარათიდან 2 წითელი აღმოჩნდა. ერთი პიკეს, ხოლო მეორე მარკესს. ხერარდმა წითელი ბარათი 26–ე წუთზევე დაიმსახურა, ხოლო მექსიკელმა მცველმა მოედნიდან გასვლა 90–ე წუთზე მოასწრო. ამ უკანასკნელმა გაძევება თავის საჯარიმოში, მეტოქე გუნდის ფეხბურთელზე უწესოდ თამაშისთვის დაიმსახურა. მატჩი ამ დროს 2–0 იყო, მაგრამ ამ მომენტის შემდეგ სხვაობამ შემცირება 1–მდე ინება. საბოლოო ანგარიში – 2:1, კატალონიელთა სასარგებლოდ.

2008/09 წლებში, სანამ კატალონიელები  “ვალენსიას”, “მადრიდს”, “ვილიარეალსა” და “სევილიას” დაუპირისპირდებოდნენ, გზად “ხეტაფე” შეეჩეხათ. მატჩი სხვა შეხვედრებივით რთულად წარიმართა. წითელი ბარათი არავის დაუმსახურებია, თუმცა ფეხბურთელები ყვითელ ბარათბს არ უჩივოდნენ – სულ 7 ყვითელი ბარათი იქნა ნაჩვენები, თუმცა ამ მატჩის მთავარი მოვლენა ის გახლდათ, რომ მალელმა ნახევარმცველმა, სეიდუ კეიტამ “ნოუ კამპზე” თავისი პირველი გოლის გატანა შეძლო. ამ მატჩში ურუგვაელ ფეხბურთელ ალბინს, 2 გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ვიქტორ ვალდესის კარს მსგავსი არაფერი უგრძვნია.

2007/08 წლების სეზონის მოგონებები არც ისე ტკბილად გასახსენებელია, თუმცა რას ვიზამთ, გვერდს ვერ ავუვლით (ავლა შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც). მაშინ “ბარსას” სათავეში ფრენკ რაიკაარდი იდგა. კატალონიელები “სამეფო თასის” მოსაპოვებლად იბრძოდნენ. “ბარსამ” “ხეტაფე” პირველ მატჩში ანგარიშით, 5–2 დაამარცხა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში მადრიდელებმა ყველასგან მოულოდნელად კატალონიელთა კარში 4 უპასუხო გოლი გაიტანეს და სწორედ ამიტომ შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება სწორედ ამ გუნდმა მოახერხა.

ახლა კატალონიელებს არც ისე სახარბიელო ვითარება აქვთ. მართალია მადრიდელებს ბოატენგი, უსტარი, მარიო, მანე, კოლუნგა, რაფა და გავილანი ვერ დაეხმარებათ, მაგრამ ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ კატალონიელებს მარტივი შეხვედრა არ ელით, უფრო სწორად, რომ ვთქვათ დღევანდელ მასპინძლებს რთული დაპირისპირება ელით და თუ მსაჯის წითლად წაგრძელებული ხელიც მრავლად იქნება “ბარსას” ფეხბურთელებისკენ მიმართული, მაშინ საქმე უფრო გართულდება … თუმცა, როდესაც “ბარსასთან” ბოატენგი, უსტარი, მარიო და სხვები გაკლია, მაშინ შენი საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე კატალონიური გუნდის გრძელი, ლამაზი და სანახაობრივი საქმე…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში