“ბარსელონამ” 2018 წლის ბოლო მატჩი გამართა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა საკმაოდ უხერხულ მეტოქეს, ვიგოს “სელტას” უმასპინძლა და პრობლემების გარეშე, დამაჯერებლად დაამარცხა.
ანგარიში მე-10 წუთზე უსმან დემბელემ გახსნა, ტაიმის ბოლოს კი ლეო მესიმ შეაგდო. მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა.
შედეგად, 17 ტურის შემდეგ, “ბარსას” 37 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, მადრიდის “ატლეტიკოს”, 3 ქულით უსწრებს.
ლა ლიგის მომდევნო ტურში კატალონიელები “ხეტაფეს” ესტუმრებიან. ეს შეხვედრა 6 იანვარს გაიმართება, იქამდე კი მათ საახალწლო დასვენება ელით.

"ლა ლიგის მომდევნო ტურში კატალონიელები "ხეტაფეს" ესტუმრებიან. ეს შეხვედრა 6 იანვარს გაიმართება, იქამდე კი მათ საახალწლო დასვენება ელით"
მე მგონი ამ ტურში, ჩვენამდე რო სევილია-ატლეტიკო ითამაშებენ იმას უფრო ინტერესით ვუყურებ, იმედია ბოლო ბოლო ორივე, ან ერთ ერთი მაინც ჩამოგვეხსნება და ცოტა სულს ამოვითქვავთ ქუსლებზე რო გვაზიან ორივენი. .