“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი გულშემატკივრებს გუნდის ისტორიაში საუკეთესო გოლის არჩევის საშუალებას აძლევს.
არჩევანის გაკეთება 40 სხვადასხვა ფეხბურთელის მიერ გატანილ 64 გოლს შორისაა შესაძლებელი. გოლები არა მხოლოდ სილამაზის და ეფექტურობის, არამედ მათი მნიშვნელობის გათვალისწინებითაცაა შერჩეული. შესაბამისად, კანდიდატებს შორის იხილავთ როგორც მესის და რონალდინიოს პერსონალურ შემოქმედებას, ისე ინიესტას გოლსაც “სტემფორდ ბრიჯზე” და სერჟი რობერტოსას – პსჟ-ს კარში.
საუკეთესო გოლის არჩევა პირდაპირი გზით არ მოხდება. კატალონიელები Knockout ფორმატს გვთავაზობენ: გოლები დაწყვილდება და ყოველდღიურად, ორიდან ერთი გამოვლინდება, რომელსაც მეტი ხმა ექნება და მომდევნო ეტაპზე გავა. შესაბამისად, საუკეთესოობის კანდიდატთა რაოდენობა ყოველი ეტაპის შემდეგ განახევრდება.
დაძაბულობა მაშინ მოიმატებს, როცა 64-დან მხოლოდ 4 გოლი დარჩება. “ბარსელონას” ცნობით, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობას ამ ეტაპის შემდეგ მიიღებს, სპეციალური პრიზების მოგების შანსი ექნება, თუმცა პრიზები ჯერ არ სახელდება.
პირველ წყვილს მესის და რომარიოს გოლები შეადგენს, ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. თქვენი არჩევანი შეგიძლიათ დააფიქსიროთ აქ.

Ronaldinhos es goli chelsistan (exla romelsac shgidzliat miscet xma).. aris goli romlis msgavsic istoriashi ar yopila da chemi subieqturi mosazrebit mag golma unda gaimarjvos )) tan ro maxsovs rogor gavsheshdi .. ver mivxvdi ra moxda.. barcelonas gamo mag ghamit vitire ..
რომარიოს გოლი უფრო მომეწონა.
ფინალში ამ გოლებიდან ავირჩევთ
მესი(ხეტაფესთან, ბილბაოსთან, რეალთან)
რივალდო (ვალენსიასთან)
დინიო(სევილიასთან, ვილიარეალთან)
დონი (ჩელსისთან)
კუმანი(სამპდორიასთან)
რომარიო(რეალთან)
Chemi xma messis! 🙈🙈💙❤
მეც რომარიოს მივეცი ხმა
ეეე რა კაი რაღაცაა, გვერდი დავასეივე და ეხა ყოველდღე მივცემ ხოლმე ხმას, თან ძველ გოლებსაც გავიხსენებ და რაც არ მინახავს იმასაც გავიგებ ხოლმე
დღეს რომარიოს მივეცი ხმა