ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რონალდ დე ბური, რომელსაც კარიერის მცირე ნაწილი “ბარსელონაშიც” აქვს გატარებული, კატალონიური გუნდის მეკარე იასპერ სილესენზე საუბრობს.
“კარგი იქნებოდა, სილესენს მეტი სათამაშო დრო რომ ჰქონდეს. მას სეზონში 25-30 მატჩში მაინც უნდა უწევდეს მოედანზე ყოფნა. ჩემი აზრით, იასპერი 10 საუკეთესო მეკარეს შორისაა და ვურჩევ, სხვა კლუბში გადავიდეს. “ბარსელონაში” პრობლემა ისაა, რომ მის პოზიციაზე კიდევ ერთი შესანიშნავი კიპერი თამაშობს.
სილესენმა მეორე მეკარის სტატუსის მიღებაზე თანხმობა ადრე თავად განაცხადა, ახლა კი კარიერის სხვაგან გაგრძელების შანსი აქვს და ამაზე აუცილებლად უნდა იფიქროს. საბოლოო გადაწყვეტილებას ის მიიღებს”. – აცხადებს დე ბური AS-თან ინტერვიუში.




გაყიდონ ერთი 40 ად. ნებისმიერი გრანდის პირველ მეკარეობას გაქაჩავს
მე ისიც მიკვირს აქამდე რომ გვიჩერდება … უმაღლესი კლასის კიპერია <3 მინდა რომ იყოს ბარსაში მაგრამ სავარაუდოდ წავა და არცაა გასამტყუნებელი …
ლივერპულისა არ ვიცი მარა მანჩესტერს რო არაფერი ეშველება ეგ ცხადია გავარდნაც არი და გავრდნაც რა 2004 წელი არა არი მოურინიომ რომ ლიგა დადოს და დანარჩენში არა მგონია ევროპა ლიგამდედაც რო გაქაჩოს
სილესენი ნამდვილად არ იმსახურებს მსგავს ლაპარაკს. აქამდე რო დარჩა, ეგეც დასაფასებელია. თუ წავა, ვერავინ უსაყვედურებს მაგ გადაწყვეტილების გამო
თუ ვინმეს წასვლა უნდა გაა*ვას არავინ აკავებს და კლუბიც სარფიანად გაყიდის მაგრამ სულელი ხელმძღვანელობის მეეჭვება
https://www.youtube.com/watch?v=xfnJHI_LcGQ ყველამ ნახეთ
გავლენიანი ესპანური გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, სამუელ უმტიტის გამოჯანმრთელების კურსი დაგეგმილზე კარგად მიდის.
მოგეხსენებათ, 24 წლის ფეხბურთელმა ტრავმის გამო დაახლოებით ორ თვეზე მეტი გამოტოვა, დაბრუნების შემდგომ კი ეს დაზიანება კვლავ გაუმიზეზდა და კატალონიური რადიოს ინფორმაციით მას გადაუდებელი ოპერაციაც ესაჭიროებოდა.
დღეს გავრცელებული ცნობით კი სამუელმა ხერარდ საილანტის დახმარებით უკეთ გახდომა და ტრავმის ნაწილობრივ მოშუშება უკვე მოახერხა.
ეს უკანასკნელი მადრიდის "რეალის" მცველ რაფა ვარანთანაც მუშაობდა, როდესაც მას ხშირი ტრავმები აწუხებდა და როგორც ცნობილია, რაფას სტაბილურობაც მეტწილად სწორედ ხერარდის დამსახურებაა.
ასე და ამგვარად, შესაძლოა კატალონიიის "ბარსელონას" სატრანსფერო გეგმები რადიკალურად შეიცვალოს.
ჩვენზე ხო არ არის არა დამოკიდებული? ვერ ვიშოვით მაგაზე მაგარ ზამენას მარა ცოდოა სკამისთვის თუ თვითონ წასვლა ენდომება უნდა გავუშვათ.40 მილიონს მაინც მოგვცემენ ამაში
მინიმუმ 60 მილიონი ასეთი იყო ბარსას ხელმძღვანელობის სიტყვა და ასპროცენტიანი ვეთანხმები, აბა ჩვენ გვჭირდებოდეს საჩქაროდ ტოპ მეკარე (როგორც ნეიმარის წასვლის შემდეგ გავიჭედეთ თავდამსხმელში) ხო დაგვიფასებდნენ ამას მინიმუმ 100-ს.
კი სათამაშო დრო ცოტა აქვს მაგრამ სხვაგან წასასვლელად მენანება
უნდა დარჩეს და ყოველ მესამე თამაშზე ვალვერდემ ათამაშოს. 
არაა შანსი არაა სილესენი უნდა დარჩეს