ესპანური “ხეტაფეს” ნახევარმველი, ვიქტორ სანჩესი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს შეუძლია “ბარსელონა” დაამარცხოს “კამპ ნოუზე” 29–ე ტურის მატჩში. იტყობინება SPORT.
სანჩესი აცხადებს, რომ გამარჯვებისთვის მნიშვნელობა არ აქ სტადიონს: “დარწმუნებული ვარ იმაში, რომ “ხეტაფეს” ფეხბურთელებს შეგვწევს “ბარსელონას” დამარცხების ძალა. ჩვენ თუ საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, მაშინ ეს დღე “ბლაუგრანასთვის” ნამდვილად უსიამოვნო იქნება. “ლურჯ–ბროწეულისფერების” კაპიტულაცია მათივე მოედანზე, რა თქმა უნდა, ძალიან რთულად შესასრულებელი სამუშაოა, მაგრამ არა შეუძლებელი! ზუსტად იგივე აზრზე ვარ მადრიდის “რეალთან” დაკავშირებითაც. ვნახოთ რა მოხდება”. დაასრულა ხეტაფეს ფეხბურთელმა, ვიქტორ სანჩესმა SPORT-თან ინტერვიუში.
