მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკე: ეს იყო დერბი კოფეინის გარეშე

ჟერარ პიკე: ეს იყო დერბი კოფეინის გარეშე

წინა სეზონში გამართული კატალონიური დერბის შემდეგ, ჟერარ პიკემ მეტოქის მიმართ საკმაოდ მწვავე კომენტარები გააკეთა. გუშინდელი მატჩის შემდეგ კი მას ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს. 

“ზუსტად იგივეს ვფიქრობ, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ. 

შედეგის გათვალისწინებით, დღევანდელი მატჩი გამოვიდა დერბი კოფეინის გარეშე. 

რაც ჩვეულებრივი ფეხბურთელებისთვის მიუღწეველია, ლეო მესისთვის ნორმას წარმოადგენს. ოქროს ბურთი ლუკა მოდრიჩმა მოიგო და მას უნდა მივულოცოთ, მაგრამ ეს ცოტა უცნაურია. მესის მსგავსად თამაშს, თანაც ასე ხშირად, ვერავინ ახერხებს”. 

“ბარსას” ცენტრალური მცველის შეტევაში ყოფნა არც ისე იშვიათი სანახაობაა. პიკემ ამაზეც ისაუბრა, მაგრამ ნაკლებად სერიოზულად.

“როცა თამაში მოგებულია, შეტევას ვცდილობ. მაინტერესებს, მოვახერხებ თუ არა ბევრი გოლის გატანას. ახლა კი ფორმაში ვიყავი და მინდოდა, თავი გამომეჩინა”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Messi, Iniesta
    schedule 09 დეკ 2018, 16:36

    პიკე მაგარი ხარ heart_eyes heart_eyes heart_eyes

  • sergio busquets5
    schedule 09 დეკ 2018, 14:11

    ისე ცოტა დაცვა არ მომეწონა გუშინ რიგ მომენტებში