ინსტიტუციურ საკითხებში “ბარსელონას” ხელმძღვანელმა, გილერმო ამორმა, “ესპანიოლთან” მატჩის შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ ლეო მესი საუკეთესო ფეხბურთელია და ოქროს ბურთის მოგებას არავინ იმსახურებდა, თუ არა ის.
“მესი საუკეთესოა. სირცხვილია, რომ მას ოქროს ბურთი არ გადასცეს.
გუშინ, თამაშის ტემპს ის აკონტროლებდა, გაიტანა, ასისტი გააკეთა და თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოავლინა.
სხვა ფეხბურთელებიც კარგად გამოიყურებოდნენ, ზოგადად, გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა. არ მეგონა, თუ “ესპანიოლს” ასე ადვილად დავამარცხებდით.
უსმან დემბელესთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს. უსმანი ძალიან კარგია და წინ დიდი მომავალი აქვს”. – განაცხადა ამორმა.




მომავალში მოიგებს წელს ტრებლს დადებს და უეჭველი მისი იქნება ოქროც და უეფას საუკეთესოობაც
დემბე უძლიერესი გახდება ძალიან მალე