workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: “აბიდალი კონტრაქტს გაახანგრძლივებს”

ბართომეუ: “აბიდალი კონტრაქტს გაახანგრძლივებს”

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა არ აპირებს მცველის შეძენას ერიკ აბიდალის გუნდში არ ყოფნის პერიოდში. შეგახსენებთ, რომ ფრანგ ფეხბურთელს ღვიძლში სიმსივნე აღმოუჩინეს და მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა (ყველაფერმა კარგად ჩაიარა).

 

“ჩვენ არ დავიწყებთ მცველის ძებნას აბიდალის არ ყოფნისას. სანამ ერიკი იმკურნალებს, მის ადგილს გუნდში ფონტასი დაიკავებს.” –განაცხადა “ბარსელონას” ვიცე პრეზიდენტმა ხოსე მარია ბართომეუმ.

მან ასევე ორი სიტყვა თქვა ფრანგ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე: “ხვალვე დაველაპარაკებით ერიკის აგენტს და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მასთან ახალ კონტრაქტს გავაფორმებთ.” 

 

შეგახსენებთ, რომ აბიდალი “ბარსელონაში” 2007 წლიდან ირიცხება. მან “ლურჯ–ბროწეულისფერი” ფორმით 143 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის შეგდებაც მოახერხა. ამ გოლის შემდეგ მას “მეფე ერიკი” შეარქვეს, რადგან სწორედ მისი წყალობით გავიდა “ბარსა” ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში