“ვილიარეალთან” შეხვედრა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდესთვის საიუბილეო იქნება: ის ლა ლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში მე-400 მატჩს ჩაატარებს.
ესტრემადურელი სპეციალისტისთვის პრიმერა დივიზიონის პირველი გუნდი ბილბაოს “ატლეტიკი” იყო, სადაც 2003-05 წლებში მუშაობდა. 2006-08 წლები მან “ესპანიოლში” გაატარა, 2009/10 წლების სეზონი “ვილიარეალში”, 2012/13 – “ვალენსიაში”, 2013-17 წლები ისევ “ბილბაოში”, 2017 წლიდან კი “ბარსელონას” წვრთნის.
399 თამაშიდან, ვალვერდემ 182 მოიგო, 118 წააგო, 99 კი ფრედ დაასრულა. მისმა გუნდებმა 634 გოლი გაიტანეს და 485 გაუშვეს.
ერნესტომ ყველაზე მეტი, 228 შეხვედრა “ატლეტიკთან” ერთად გამართა. შემდეგ, 76 მატჩით “ესპანიოლი” მოდის, “ბარსას” სათავეში კი ის აქამდე 51 მატჩში იდგა.
ვალვერდეს გუნდების საუკეთესო ბომბარდირები: არიც ადურისი (70 გოლი), ლიონელ მესი (43), ლუის სუარესი (34), რაულ ტამუდო (25), ლუის გარსია (23), ისმაელ ურსაისი (20).
ვალვერდე მე-16 მწვრთნელი გახდება, რომელსაც ლა ლიგაში 400 და მეტი მატჩი ექნება ჩატარებული. საუკეთესო შედეგი (757) ხოსე ლუის არაგონესს აქვს.
ლუის ენრიკე როგორ მენატრება
ამ დამპალს რომ არ უმართლებდეს აქამდე კაი ხნის გაგდებული იქნებოდა გუნდიდან
ვალერიანის წვეთები მოუხდებოდა
ვალიკოოო…გეხვერწები, 401-ე სხვა გუნდის მწვრთნელად ჩაატარე
იმედია, "ვილიარეალთან" არ დაამრგვალებ წაგების მაჩვენებელს :დ
ვილიარეალი უნდა გაადაადუღო ვალოდია