“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გაინაღდა და ბოლო ტურში, “ტოტენჰემთან” დაპირისპირებას კატალონიელებისთვის, პრაქტიკულად, აზრი დაეკარგა. თუმცა, ეს მატჩი ლონდონელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო შეხვედრისთვის განსაკუთრებულად მომზადებას აპირებს.
“ბარსელონას” ძალიან ვაფასებთ, ეს გუნდი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
რა თქმა უნდა, კატალონიელებს დაუჯერებლად კარგი მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ რწმენა და თავდაჯერება გვაქვს. “ბარსას” წინააღმდეგ თამაში რთულია, მაგრამ თუ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენთ, შედეგს მივაღწევთ.
ამ თამაშამდე ფეხბურთელებს მაქსიმალურად დავასვენებ. ესპანეთში სუფთა გონებით და ტრავმების გარეშე უნდა ჩავიდეთ, ამისთვის კი როტაცია დაგვჭირდება”.
“ტოტენჰემს” და “ინტერს” 7-7 ქულა და ერთნაირი ბურთების სხვაობა აქვთ. მილანელები პსვ-ს შეხვდებიან და, რა თქმა უნდა, უფრო რეალური მათი გამარჯვება ჩანს, თუ ერნესტო ვალვერდეს გუნდი საქმეს სერიოზულად მოეკიდება.



რა ხდება, პოჩეტინომ გვიწოდა ძროხები???
ინტერის გასვლას ამათი გასვლა მირჩევნია მარა პოჩეტინოს ბარსას გაწვრთნას საძროხეში დაბრუნება მირჩევნიაო რო თქვა ეგ უნდა ვანანოთ პირადად 🤣🤣😅
Aრაა გამორიცხული რო წავაგოთ რადგან ჯგუფში პირველობა გავინაგდეტ და არამგონია ბარცამ ტავი მოიკლას
ესპანიოლის მწვრთნელი იყო და მაგიტო ლაპარაკობს ეგრე,ძაან აფასებს ფანებს თუნდაც ყოფილი გუნდისას