დღეს, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩს გამართავს და სტუმრად პსვ-ს დამარცხების შემთხვევაში ერნესტო ვალვერდეს გუნდი ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს.
კატალონიელები ეინდჰოვენს სერიოზული საკადრო პრობლემებით ეწვივნენ. გუნდის სასტარტო შემადგენლობიდან ლუის სუარესი, სერჟი რობერტო და არტური ტრავმირებულები არიან. ტრავმები აქვთ რაფინიას, იასპერ სილესენს, სერჟი სამპერსა და ტომას ვერმალენსაც.
კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, ერნესტო ვალვერდე, არსებული რესურსის გათვალისწინებით, საბრძოლო შემადგენლობას დააყენებს. სასტარტო თერთმეტეულში დაბრუნდებიან ახლახანს გამოჯანმრთელებული ივან რაკიტიჩი და ფილიპე კოუტინიო. ხორვატი, როგორც ყოველთვის, ნახევარდაცვაში ითამაშებს, ხოლო ბრაზილიელი – შეტევაში.
სერჟი რობერტოს ადგილს, რა თქმა უნდა, ნელსონ სემედუ დაიკავებს, არტურს ვიდალი შეცვლის, ხოლო სუარესს – მუნირი.
“ბარსელონას” სავარაუდო შემადგენლობა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ვიდალი, მესი, კოუტინიო, მუნირი.
ოფიციალური შემადგენლობა ცნობილი თამაშის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე გახდება.
ეს მუნირი მაგრად არ მევასება რას გავს პაკო დაეტოვებინათ ამის დატოვებას არ ჯობდა
შანსი არაა დემბოა ძირითადში
Bაზარიარაა
აიიი ეხლა ვალვერდემ რომ ეს კამანდა დააყენოს…მალკომმა და დემბელემ ჯერ ვალვერდე უნდა გაიგდონ წიხლ ქვეშ და მერე მუნირიც დააყოლონ :დ
მართლა რომ მუნირი დააყენოს ამ კვერცხმა ?!:)))))))))
აუ კიდე მუნირი ჩააკვეხა პსვესთან მაინც ენდოს ან მალკომს ან დემბელეს ორივე თუ დააყენა ხო საერთოდ იდეალური იქნება მაგრამ ეგ ზღაპარია ერთი მაინც გამოიყვანოს ამ ორიდან ძირითადში არა მაინც და მაინც მუნირი ნეტა რას ხედავს მუნირში ეგეთს ვერ გამიგია რა დავიღალე მუნირის საცოდაობის ყურებით
ეს სავარაუდო შემადგენლობები თითქმის სულ მართლდება და იმედია ახლა დაირღვევა ტრადიცია, რა მუნირი ან კოუ რატო გადააქცია მარცხენა შემტევად. ვიდალი ბუსკეცი კოუ დააყენოს ნახევარდაცვა და წინ მალკომი მესი დემბელე
რა მუნირი ტო, დემბელე მალკომიდან ორივე თუ არა ერთ ერთი მაინც ძირითადში. კოუს ძირითადი ჯერ ადრეა, მალკომი მესი დემბელე ძირითადში. დაჟე მესის დასვენებაც შეიძლებოდა
ძაან ცუდია ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი როა გუნდში, იმედია სანახაობრივი თამაში იქნება…