მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
1-1 “ატლეტიკოსთან”: “ბარსელონას” ლიდერობა უსმან დემბელემ შეუნარჩუნა

1-1 “ატლეტიკოსთან”: “ბარსელონას” ლიდერობა უსმან დემბელემ შეუნარჩუნა

რამდენიმე წუთის წინ, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მადრიდის “ატლეტიკოს” და “ბარსელონას” დაპირისპირება დასრულდა. 

თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, ბურთს “ბარსა” ფლობდა, უამრავ პასს აკეთებდა და სტანდარტებს ასრულებდა, მაგრამ სახიფათო მომენტი, გუნდს, პრაქტიკულად, თამაშის ბოლომდე არ შეუქმნია. 

ანგარიში 77-ე წუთზე გაიხსნა. დიეგო კოსტას სეზონის სადებიუტო გოლი მასპინძლების პირველ შეტევას მოყვა. ამის შემდეგ, ერნესტო ვალვერდემ ცვლილებები განახორციელა. მოედანზე ახლად გამოსულმა უსმან დემბელემ 90-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, კატალონიელებს ქულა მოუტანა და ლიდერობაც შეუნარჩუნა. 

შედეგად, 13 ტურის შემდეგ, “ბარსელონას” 25 ქულა აქვს, “ატლეტიკოს” კი – 24. 

“ბარსა” მომდევნო ტურში “ვილიარეალს” შეხვდება, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პსვ-ს ეწვევა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • Barcelona 2002
    schedule 25 ნოე 2018, 10:10

    მიეცით ამ ბიჭს გასაქანი შეუწყვეთ ხელიი ლიდერებმა და გაიხსნება ბოლომდე და აღარ იქნება პრობლემები სერიოზული ძალა იქნება მესისთან ერთად სისწრაფე აქვს დარტყმაც რავიციი

  • ბარსამენ
    schedule 25 ნოე 2018, 07:44

    damdgari dembeles landzgaven arada ukve meremdene qula moipova barsam misi damsaxurebit, tipi roca moixoda da atamashda, gatanac daicyo da dziritadidan amoagden. bevri uaresad moiqceoda magis adgilze

  • donSergio
    schedule 25 ნოე 2018, 02:02

    ციტატა: Catalan
    აბა რივერ პლეიტი – ბოკას თამაშის ყურებას ვინ აპირებთ, მგონია მაგარი იგრა იქნება.


    აუ ეგ კიდე გადაუდიათ,ეგ რა ვიცოდი თორე სილკზე ვუყურებდი ბარსა ატლეს

  • donSergio
    schedule 25 ნოე 2018, 01:54

    სუ ყოველთვის გვიჭირს ასეთ გუნდებთან,გვარდიოლასაც მარტო ასეთი თამაშით აჩერებდნენ და რამეა მოსაფიქრებელი თორე რო ვუყურებ ნელ-ნელა ნახევარი მსოფლიო ასე თამაშობს და მეორე ნახევარი ასე თამაშს სწავლობს laughing

  • Sergio5
    schedule 25 ნოე 2018, 01:51

    ეგრევე ნუ გააქრობთ მთავარი გვერდიდან თამაშის სტატიას ხოლმე, მეზარება ძებნა მერე smile smile