workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხილ მანსანო: განსაკუთრებული მატჩი იქნება

ხილ მანსანო: განსაკუთრებული მატჩი იქნება

ხვალინდელი შეხვედრის მსაჯი, ხესუს ხილ მანსანო “ატლეტიკოს” და “ბარსელონას” დაპირისპირების წინ კატალონიურ Sport-თან საუბრობს. 

“რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება, რადგან იმ გუნდებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ცხრილის სათავეში არიან და ევროპის ელიტაშიც შედიან. 

VAR-ის სისტემა ბევრს არაფერს ცვლის. მსაჯმა გადაწყვეტილებები ჩვეულებრივად უნდა მიიღოს, ვიდეო-რეფერის კი ზოგ ნიუანსში ცვლილების შეტანა შეუძლია. 

ლიონელ მესის და ანტუან გრიზმანის შეხვედრის განსჯა ფუფუნებაა, ისევე როგორც ლა ლიგის ნებისმიერი თამაშის. აქ უმაღლესი დონის კლუბები არიან და მათ დაპირისპირებებში მთავარი არბიტრის სტატუსის ქონის პრივილეგია მხოლოდ 20 რეფერის აქვს. 

როგორც ყოველთვის, გუნდების წინა 3 ან 4 თამაშს ვუყურებ. მათ სისტემას და სტილს ვაკვირდები, შესაბამისად, თამაშის წაკითხვას უკეთესად ვახერხებ”. – აცხადებს მანსანო. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • buka971
    schedule 23 ნოე 2018, 22:04
    #4

    გამარჯობა მეგობრებო https://www.facebook.com/sporting971/ ეს ახალი სპორტული გვერდია ძალიან აქტიური და საინტერესო ჩემი თხოვნა იქნება დაალაიქოთ და შეაფასოთ დიდი მადლობა წინასწარ <3

  • ChillO
    schedule 23 ნოე 2018, 20:59
    #3

    გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი https://m.youtube.com/channel/UCwBZquMRA0XrhUckezEnlyg სადაც დაიდება უამრავი საფეხბურთო სიახლე

  • SHOTAMESSI10
    schedule 23 ნოე 2018, 19:59
    #2

    ესპანელი მსაჯები შიბაქები არიან

  • sergio busquets5
    schedule 23 ნოე 2018, 19:54
    #1

    ამ მსაჯის გამო დავკარგეთ 2 ქულა