მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კასილასი: “2011 წლის “კლასიკოები” გიჟური იყო, ესპანეთი-კატალონიის ომს ჰგავდა”

კასილასი: “2011 წლის “კლასიკოები” გიჟური იყო, ესპანეთი-კატალონიის ომს ჰგავდა”

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ექსფეხბურთელმა, იკერ კასილასმა 2011 წელს გამართული “ელ კლასიკოები” გაიხსენა.

“ეს მატჩები უბრალოდ გიჟური იყო. იყო ბევრი დაძაბულობა და ვხედავდით მადრიდიზმს, რომელიც მე არასდროს მომწონდა. ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში, იქამდე მივყავდით, რომ ეს ფეხბურთს აღარ ჰგავდა და უფრო მეტად კატალონიასა და ესპანეთს შორის ომის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

მე მადრიდისტა ვარ და მსურს, ყოველთვის “რეალმა” გაიმარჯვოს. მე ამ გუნდის ნაწილი ვიყავი, ეს ჩემი ცხოვრებაა და ყოველთვის ასე იქნება. მაგრამ მე უკიდურესობა არ მიზიდავს.” – განაცხადა კასილასმა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, 3 კვირის მანძილზე, 4 “ელ კლასიკო” შედგა (ლა ლიგაში, ესპანეთის თასზე და ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 21 ნოე 2018, 15:13

    ციტატა: M10 S9 D11
    იმენა მაგარი კლასიკოები იყო ბოლოში ჩხუბში გადადიოდა და მიდიოდა წითლების ფრიალი


    მანდ წითლებს მარტო რეალი იღებდა, რამოსი, პეპე და ერთხელ მარსელოც.

  • cezo45
    schedule 21 ნოე 2018, 13:18

    :dd მართლა მაგარი კლასიკოები იყო სულ დაძაბული და რაღაცპონტში ასწორებდა ))