მადრიდის “ატლეტიკოს” წარმომადგენლების განცხადებით, “ვანდა მეტროპოლიტანოზე დასრულდა ახალი საფარის დაგების პროცესი, რომელიც 3% ხელოვნურ ბალახს შეიცავს და “ბარსელონასთან” მატჩისთვის იდეალურ კონდიციებში იქნება.”
მადრიდული გუნდის განცხადებით, საფარის გამოცვლა 13 ნოემბერს დაიწყო და 5 დღე გრძელდებოდა, 18 ნოემბერს კი დილის საათებში დასრულდა.
სტადიონზე, სადაც წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა გაიმართოს, მინდვრის საფარი ჰიბრიდულია – იგი შეიცავს როგორც ბუნებრივ, ისე მცირე რაოდენობით ხელოვნურ ბალახს, აღნიშნულ მეთოდს წარმატებულად იყენებენ “სანტიაგო ბერნაბეუსა” და “სან მამესზეც”.
შენს პირს შაქარი