UEFA-ს ერთა ლიგაზე, პირველ ჯგუფში, ჰოლანდიის ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს უმასპინძლა.
პირველი ტაიმის ბოლოს, ფრანგი მცველების ცუდი თამაშით ჯორჯინიო ვეინალდუმმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა, მეორე გოლი კი შეხვედრის მე-6 დამატებულ წუთზე, მემფის დეპაიმ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.
იასპერ სილესენი სასტარტო შემადგენლობაში იყო, უსმან დემბელე კი თამაშში 65-ე წუთზე, ოლივიე ჟირუს ნაცვლად ჩაერთო და მატჩის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო.
[media=https://www.youtube.com/watch?v=d0rxHe7g2n8]
7 ქულით, ჯგუფს მაინც საფრანგეთი ლიდერობს, თუმცა დიდიე დეშამის გუნდს ჰოლანდიასთან, რომელსაც ერთით ნაკლები, 3 თამაში აქვს ჩატარებული მხოლოდ ერთი ქულა აშორებს. გერმანიის ნაკრებს კი 3 მატჩის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს.
![სილესენის ჰოლანდიამ დემბელეს საფრანგეთი დაამარცხა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2018/11/1542441758_b.jpg)



აიი ძაან გამისწორდა აფრიკის გაერთიანებულმა ნაკრებმა რო წააგო ბლიად საფრანგეთის ეროვნული ნაკრები უნდა ერქვას ამას ეხა სუ რამდენი ფრანგია მთლიანად ნაკრებში რავი ცალი ხელის თითებზეც ჩამოითვლება
ძალიან მიხარია ჰოლანდიის დაბრუნება დღეის გადმოსახედიდან დიდი მომავალი აქვს ამ გუნდს ბაბელის მაგივრად კლიუვერტი და ეგაა ოღონდ უნდა მოუმატოს ჯასტინმა
ბიჭოოო ამ ქვეყანას ჰოლანდია არ ქვია გაიგეთ რა , მწერლები ხართ და ცოტა განათლება ხომუნდა გქონდეთ , "ნიდერლანდები" ან "ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფო". კონსტიტუციაში ასე უწერიათ. ათასი ბავშვი კითხულობს და უჩნდებათ ასოციაცია რომ ჰოლანდია ქვეყნის სახელია და ნუშეგყავთ რა შეცდომაში. ეგ იგივეა რაც – კახეთმა ანდორასთან ფრე ითამაშა. ჰოლანდია არის პროვინცია ნიდერლანდში , და ისიც იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ჰოლანდიათ.