”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა ისაუბრა ერიკ აბიდალზე, რომელსაც ექიმებმა ღვიძლის სიმსივნე აღმოუჩინეს და აღნიშნა, რომ ეს ყველზე ”დიდი დარტყმაა”, რაც კი მათ გასახდელში მომხდარა.
”ეს არის ყველაზე საშინელი პერიოდი, რაც კი ჩვენ გვქონია. ძალიან მძიმე დღე დაგვიდგა. ძალიან რთული დრო დაუდგა ერიკის ოჯახსაც.” – განაცხადა ჩავი ერნანდესმა.
დღეს დილით ერიკ აბიდალმა თანაგუნდელები მოინახულა. ”ერიკმა ჩვენ აქეთ გაგვამხნევა. აბიდალი ძალიან ძლიერი პიროვნებაა და ის სამაგალითოა ჩვენთვის.” ერნანდესმაასევე განაცხადა, რომ შაბათს მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს მოგებისთვის.
ჩავიმ კომენტარი დოპინგის სკანდლთან დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა: ”ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება. ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ.”
