მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელემ, შესაძლოა, “ბეტისთან” მატჩი გამოტოვოს

დემბელემ, შესაძლოა, “ბეტისთან” მატჩი გამოტოვოს

მოგეხსენებათ, რომ კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფრანგმა ვინგერმა, უსმან დემბელემ გასტროენტერიტის გამო დღევანდელი სავარჯიშო სესია გამოტოვა.

21 წლის ფრანგი ფეხბურთელის თამაში ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩში, “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ, კითხვისნიშნის ქვეშ დგას, ექიმები არ არიან დარწმუნებულნი, რომ დემბელე კვირამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

დემბელეს გარდა “ბეტისთან” მატჩში ერნესტო ვალვერდეს ფილიპე კოუტინიოც დააკლდება, თუმცა მალკომი მზადაა მათი დანაკლისი შეავსოს.

დემბელემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მაისური 11 მატჩში მოირგო, მან მეტოქის კარი 4-ჯერ დალაშქრა და ერთხელაც საგოლე გადაცემა გააკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • MessiAbuTidze4848
    schedule 09 ნოე 2018, 14:51

    უნდა მოუმატოს ამან თორემ სეზონის ბოლოს მოუწევს აბარგება

  • donandresiniesta8
    schedule 08 ნოე 2018, 22:44

    ერთი პაჩკა იმოდიუმი და 1 წელი ტუალეტშიც არ გავა

  • temo24
    schedule 08 ნოე 2018, 22:17

    მალკომს უკვე ნაღდად დააყენებს ვალიკო ძირითადში სხვა გზა არა აქვს ამჯერად