მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიმ, შესაძლოა, “ბეტისთანაც” არ ითამაშოს

მესიმ, შესაძლოა, “ბეტისთანაც” არ ითამაშოს

როგორც იცით, “ბარსელონას” არგენტინელმა კაპიტანმა, ლეო მესიმ “სევილიასთან” მატჩში მარჯვენა ხელის ტრავმა მიიღო, რის გამოც გარკვეული პერიოდი გაუცდა.

მესიმ ტრავმა თითქმის უკვე მოიშუშა და გუნდთან ერთად მილანშიც იყო, სადაც “ინტერთან” მის შესაძლო თამაშზეც კი საუბრობდნენ, თუმცა ერნესტო ვალვერდემ ის განაცხადს მიღმა დატოვა.

მესი ვარჯიშებზე ჩვეულებრივ ბოლომდე იტვირთება, მაგრამ ექიმებისგან თამაშის უფლება ჯერ არ მიუღია. დიდი ალბათობით, “ბეტისთან” შეხვედრისთვის არგენტინელს ექიმები მწვანე შუქს აუნთებენ და განაცხადშიც იქნება.

ყველაფრის მიუხედავად, ერნესტო ვალვერდე მესის ტრავმაზე მაინც ფრთხილობს და გარისკვა არ სურს, ამიტომ, სავარაუდოა, რომ ლეომ სევილიურ კლუბთან სათადარიგოთა სკამზე გაატაროს 90 წუთი.

იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსელონა” შესანიშნავ ფორმაშია, “კამპ ნოუზე” “ბეტისის” წინააღმდეგ მატჩში “ბლაუგრანას” დამრიგებელი ლეო მესის თამაშის აუცილებლობას ვერ ხედავს.

“ბეტისთან” მატჩის შემდეგ იწყება სანაკრებო პაუზა, რის შემდეგაც 24 ნოემბერს “ბარსელონა” მადრიდში “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება, სადაც მესი, სავარაუდოდ, უკვე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (9)

  • temo24
    schedule 08 ნოე 2018, 22:38

    თუ არსებობს კიდევ რისკი მაშინ არ ღირს მესის თამაში ბეტისთან ჯობია სრულად გამოჯანმრთელდეს თან ამის შემდეგ უკვე ატლეტიკოსთან საჭიროა მესი

  • nika 54
    schedule 08 ნოე 2018, 17:14

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: M10 S9 D11
    ბომბარდირობის პონტში მინდა რო ითამაშოს თორე არაა პრობლემა არ გამოიყვანონ სათამაშოდ


    და სხვა ვინ გახდება რო ბომბარდირი? ბენზემა თუ ბეილი? ეს სტუანი და ასპასი კი არიან გამტანები მარა მაქსიმუმ 20 ზე ავიდნენ და მაგდენს ლეო 15 თამაშში გაიტანს. ეგ ტიტული ჩათვალე ჯიბეში აქვს ყოველ წელს გამოწერილად. თუ ბარსამ წაიყვანა შოტი 2-0 დან ზემოთ დაისვენოს ჯობია. მარა თუ გაგვიჭირდა ბოლო 20 წუთით შემოვიდეს. ბეტისი არაა ხელწამოსაკრავი. პროსტა სახიფათო მაშინაა როცა ბურთი აქვთ, მაგრად აკონროლებენ მარა არ მგონია კამპ ნოუზე ეგ გამოუვიდეთ და უბურთოდ არ მეშინია მაგათი, კონტრშეტევა არ აქვთ დიდად სახიფათო. ჩემი აზრით კარგი იქნება თუ შეტევაში დემბელე მალკომი სუარესი ითამაშებენ, კოუ არტური ბუსი ნახევარდაცვა. რაკეტა იყოს სკამზე, თან დაისვენებს ნაკრებების წინ და თან ბეტისი ფიზიკურად სუსტი გუნდია და კოუ არტურის დუეტი ჯობია.


    ბეტისის ბურთის კონტროლი არ გაიშვა, ინტერს ჯობიან თუ რეალს?

  • sergio busquets5
    schedule 08 ნოე 2018, 16:39

    ატლეტიკოსთან უნდა იყოს და გადავახევთ ატლეტიკოსბურთს

  • mesi_10
    schedule 08 ნოე 2018, 15:12

    ახლა ვალიკოც ატრაკებს მასე სჰეილება ნებისმიერმა ჯანმრთელმა ფეხბურთელმა მიიღოს ტრამვა არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული და იმის შიშით რო ვინმემ რამე არ დაიზიანოს მაშინ მარტო თვითონ გავიდეს მოედანზე და ტრაკში სარი მოხვედრია თუ უნდა რაც სჰეიძლება ბევრი უნდა რომ როგორც ლა ლიგაში ისე ევროპის მასშტაბიტ ყველაზე მეტი გოლი შეყაროს და ოქროს ბუცი დაითრიოს ეს ინტერესი მაქ და ახლა თუ ნახევარ სეზონს განაცხადსმიღმა დატოვებს ეს კუტა კვერცხა მაშინ მაგ ჯილდოზე ოცნებაც არა უღირს მესის პირიქით ბეტისტან უნდა იყოს ძირითადში რას ქვია უფრთხილდება და ეგეთები ტიპი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მწყობრშია და მორჩა ბაზარი. ლა ლიგაში თუ კონკურენციას ვერავინ გაუწევს ბომბარდირობაში ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან ბევრი გადაუსწრებს მესის და ეს არ უნდა დაუშვას ჭუჭუყლაპია ვალოდამ.

  • Arctic Wolf
    schedule 08 ნოე 2018, 08:07

    ციტატა: Don_Andresito
    და სხვა ვინ გახდება რო ბომბარდირი? ბენზემა თუ ბეილი?


    სუარესი.

  • Don_Andresito
    schedule 08 ნოე 2018, 06:21

    ციტატა: M10 S9 D11
    ბომბარდირობის პონტში მინდა რო ითამაშოს თორე არაა პრობლემა არ გამოიყვანონ სათამაშოდ


    და სხვა ვინ გახდება რო ბომბარდირი? ბენზემა თუ ბეილი? ეს სტუანი და ასპასი კი არიან გამტანები მარა მაქსიმუმ 20 ზე ავიდნენ და მაგდენს ლეო 15 თამაშში გაიტანს. ეგ ტიტული ჩათვალე ჯიბეში აქვს ყოველ წელს გამოწერილად. თუ ბარსამ წაიყვანა შოტი 2-0 დან ზემოთ დაისვენოს ჯობია. მარა თუ გაგვიჭირდა ბოლო 20 წუთით შემოვიდეს. ბეტისი არაა ხელწამოსაკრავი. პროსტა სახიფათო მაშინაა როცა ბურთი აქვთ, მაგრად აკონროლებენ მარა არ მგონია კამპ ნოუზე ეგ გამოუვიდეთ და უბურთოდ არ მეშინია მაგათი, კონტრშეტევა არ აქვთ დიდად სახიფათო. ჩემი აზრით კარგი იქნება თუ შეტევაში დემბელე მალკომი სუარესი ითამაშებენ, კოუ არტური ბუსი ნახევარდაცვა. რაკეტა იყოს სკამზე, თან დაისვენებს ნაკრებების წინ და თან ბეტისი ფიზიკურად სუსტი გუნდია და კოუ არტურის დუეტი ჯობია.

  • Anastasia13
    schedule 08 ნოე 2018, 05:43

    კრისტინამ მანიუსთან გოლი აღნიშნა open_mouth confused

  • ROUCH
    schedule 08 ნოე 2018, 04:54

    იმდია დემბელე იქნება მესი თუ არა, რადგან მესი რო დაბრუნდება მარჯვენა მხარეს ყოფნის შანსი აღარ ექნება, ეგ კი არა შეიძლება თამაშისაც

  • George W. Bush
    schedule 08 ნოე 2018, 04:27

    ამ მატჩში ბეტისის ფეხბურთელი ხავი გარსიაც ვერ ითამაშებს ტრავმის გამო