კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი, ლეო მესი ფოქრობს, რომ მისი გუნდი საკმაოდ კარგადაა დაწინაურებული მადრიდის “რეალთან” საჩემპიონო ბრძოლაში, იტყობინება Marca. 28–ე ტურის შემდეგ, ამ ორ გუნდს შორის სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა. მანამდე კატალონიელები მადრიდელებს 7 ქულით უსწრებდნენ:
” მე ვფიქრობ, რომ “პრიმერას” ჩემპიონის ვინაობა, ბოლო ტურებში გახდება ცნობილი. თუმცა სხვაობა 5 ქულაა–ეს არ არის ცოტა.“
რაც შეეხება იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ლეოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს, ამაზე არგენტინელმა განაცხადა: ” მე ნამდვილად არ მიყვარს, როცა საუკეთესო ფეხბურთელად მიმიჩნევენ. მე ამ საოცარი გუნდის ერთ–ერთი ფეხბურთელი ვარ, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა. აქედან გამომდინარე, მე თავს პრივილეგირებულ ფეხბურთელად მივიჩნევ,” დაასრულა მესიმ.
