მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” განაცხადი “ინტერთან” მატჩისთვის: მესი მილანში მიემგზავრება

“ბარსელონას” განაცხადი “ინტერთან” მატჩისთვის: მესი მილანში მიემგზავრება

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩისათვის 22-კაციანი განაცხადი დაასახელა.

კატალონიელთა განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, კოუტინიო, არტური, სუარესი, მესი, დემბელე, რაფინია, სილესენი, მალკომი, ლანგლე, ალბა, მუნირი, რობერტო, ვიდალი, ალენია, პენია, ჩუმი.

აღსანიშნავია, რომ 22-კაციან განაცხადში მოხვდა ლეო მესიც, რომელმაც ხელის ტრავმა თითქმის უკვე მოიშუშა, თუმცა ჯერ ექიმებისგან თამაშის ნებართვა არ მიუღია. არგენტინელი მილანში გუნდთან ერთად გაემგზავრება და უკვე იქ გადაწყდება ითამაშებს თუ არა “სან სიროზე”.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, თბილისის დროით 23:55 საათზე “ბარსელონა” მილანის “ინტერს” დაუპირისპირდება, რომელიც წინა ტურში “კამპ ნოუზე” 2:0 დაამარცხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (12)

  • NUKRI1999
    schedule 06 ნოე 2018, 10:36

    არღირს მესისთცის გარისკვა მაინც განაღდებულიაქ ჯგუფიდან გასვლა ნიჩიათუარა ინტერი მოიგებს დაიკიდებს ამთამაშს ვალვერდე და ჩაჯდება დაცვაში სუარესი თუ კიდე ტუალეტში არაღმოჩნდა 😂

  • ousmane dembele
    schedule 05 ნოე 2018, 18:46

    ტერ შტეგენი სემედო პიკე ლენგლე ალბა ბუსკეცი რაკიტიჩი არტური კოუტინიო სუარესი დემბელე მეორე ტაიმში მესი

  • Luka97
    schedule 05 ნოე 2018, 13:08

    23:55? დრო შეიცვალა?

  • nelson semedo 2
    schedule 05 ნოე 2018, 12:31

    მესი ბოლო 20 წუთი მაინც ათამაშოს

  • mesi_10
    schedule 04 ნოე 2018, 23:07

    მესი გვინდა სასწარფოთ მინიმუმ მეორე ტაიმში რო შემოვიდეს.

  • ROUCH
    schedule 04 ნოე 2018, 21:55

    ციტატა: პეპ გუარდიოლა

    ციტატა: ROUCH
    ეს 22 კაცი ხო უნდა დაწიოს 18 კაცამდე, ეხლა მალკომს ამოაგდებს დენისს და მესის


    პენია ალენია დენისი ეს სამია ზედმეტი ამ განაცხადში, თუ მესის არ მიცეს თამაშის უფლება მაშინ დენისი დარჩეს და პენია ალენია მესი ამოაგდოს..


    ვალვერდეა მწვრთნელი ხო არ გავიწყდებათ? პენია გამომრჩა 3 მიწერია, მაგრამ დიდი ალბათობით ალენიას დაიტოვებს რადგან ნახევარმცველია და სკამზე დემბელეს და მუნირს დასვავს თავდამსხმელებიდან მე ხო ვიცი და თავსაც მაგინებინებს კიდე ერთხელ

  • luka kule
    schedule 04 ნოე 2018, 20:33

    მუნირი დენისი პენია და ალენია უნდა ამოაგდოს იმედია მესი შეცვლაზე მაინც შემოვა

  • buka971
    schedule 04 ნოე 2018, 19:55

    საღოოლ კაია მესი ითამაშებს უეჭველი 😍😍

  • giorgi123456789
    schedule 04 ნოე 2018, 18:50

    ციტატა: M10 S9 D11
    მალკომი განაცხადშია? რა იყო ვალო კვდები? :დდდდ
    იმედია რობერტოს და რაფინიას არ დააყენებს ძირითადში თორე ნაინგოლანი პერიშიჩი მარჯვენა კრაის გადაგვითელავენ


    საბოლოო განაცხადი არაა ჯერ ძმა კიდე მოაკლებენ და იმედია მალკომი ითამაშებს

  • forever barcelona
    schedule 04 ნოე 2018, 18:25

    რობერტო ცენტრალურინახევარცველი რომ იყოს უფრო მაგარი იქნება პასი აქვს კარგი,ხოლო სემედუ კარგი მცველია და ამავდროულად სწრაფი.

  • ROUCH
    schedule 04 ნოე 2018, 18:16

    ეს 22 კაცი ხო უნდა დაწიოს 18 კაცამდე, ეხლა მალკომს ამოაგდებს დენისს და მესის

  • cule
    schedule 04 ნოე 2018, 17:49

    არ ღირს გარისკვა. მორჩეს ბოლომდე. ეგ ისეთი მარგალიტი გვყავს, მოფრხილება უნდა ნამდვილად.ატლეტიკოსტან უფრო საჭიროა. ატლეტიკოს კარის გასაღები მაგას უდევს ჯიბეში.