workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი “Golden Boy”-ს ფინალისტებს შორის

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი “Golden Boy”-ს ფინალისტებს შორის

დანი ოლმო, “ბარსელონას” აკადემიის ყოფილი ფეხბურთელი “Golden Boy”-ს კანდიდატთა სიაში ერთ-ერთია.

შეგახსენებთ, რომ ეს ჯილდო მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე) ფეხბურთელს გადაეცემა. 20 წლის ფორვარდი ამჟამად “დინამო ზაგრებში” თამაშობს და ასაკის მიუხედავად, გასულ წელს ხორვატიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე მისი შეძენა სურდა რამდენიმე გუნდს ევროპის ტოპ ჩემპიონატებიდან, თუმცა “დინამომ” ოლმოს შენარჩუნება მოახერხა. ფეხბურთელმა “ლა მასია” 16 წლის ასაკში დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები მას ახლაც აკვირდებიან, ჯერ-ჯერობით “ბარსა” მისი გადმობირებით დაინტერესებული არაა.

ოლმო კარლეს ალენიას თაობას განეკუთვნება და “ბლაუგრანას” აკადემიაში 7 წლის განმავლობაში თამაშობდა, ბოლო სეზონში კი “კადეტ A”-ს საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. 4 წლის შემდეგ, როგორც ჩანს, თავდამსხმელი თავისი პოტენციალის გამოვლენას პროფესიონალურ დონეზე იწყებს და მასზე გაცემულ ავანსებს ამართლებს.

ეს კი “Golden Boy”-ს 20 ფინალისტია:

  1. ალექსანდერ არნოლდი (“ლივერპული”)
  2. კელვინ ადუ ამიანი (“ტულუზა”)
  3. ჰუსემ აუა (“ლიონი”)
  4. ჟოზიპ ბრეკალო (“ვოლფსბურგი”)
  5. პატრიკ კუტრონე (“მილანი”)
  6. დანი ოლმო (“დინამო ზაგრები”)
  7. ტომას დევისი (“ევერტონი”)
  8. დე ლიხტი (“აიაქსი”)
  9. დიოგო დალოტი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
  10. ედერ მილიტაო (“პორტო”)
  11. ოდსონ ედუარდი (“სელტიკი”)
  12. ფილ ფოდენი (“მანჩესტერ სიტი”)
  13. ჟედსონ ფერნანდესი (“ბენფიკა”)
  14. ამადუ ჰაიდარა (“ზალცბურგი”)
  15. აჩრაფ ჰაკიმი (დორტმუნდის “ბორუსია”)
  16. ჯონათან იკონე (“ლილი”)
  17. ჯასტინ კლუივერტი (“რომა”)
  18. კილიან მბაპე (პსჟ)
  19. ოსვალდ აპამეკანო (“ლაიბციგი”)
  20. ვინიციუს ჯუნიორი (მადრიდის “რეალი”)
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Onl Y Human
    schedule 02 ნოე 2018, 14:58
    #2

    სამწუხაროა ესეთ ტალანტებს რო კარგავენ, ამ ჯილდოს რა თამა უნდა მბაპე მიიგებს…

  • ^Barca-Vision^
    schedule 02 ნოე 2018, 14:22
    #1

    Mbape ukonkurentoa