workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალს ღვიძლზე სიმსივნე აქვს

აბიდალს ღვიძლზე სიმსივნე აქვს

 

რამდენიმე წუთის წინ, კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ გუნდის ფრანგ მცველს, ერიკ აბიდალს ღვიძლზე სიმსივნე აღმოაჩნდა, რის გამოც მას პარაკსევს ოპერაცია ჩაუტარდება…

 

მას ოპერაციას პარასკევს, “ბარსელონას ჰოსპიტალში” ექიმი ხოსეპ ფუსტერ ობრეგონი ჩაუტარებს. ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და ერიკი ამ პრობლემას გაუმკლავდება.

 

ამ სამწუხარო ამბის გაგების შემდეგ “რეალ მადრიდის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რიკარდო კაკამ თავის “თვითერზე” შემდეგი განცხადება გააკეთა: “ეს ძალიან ცუდი ამბავია. მოდით, ვილოცოთ მისთვის .. ღმერთი იყოს მისი მფარველი!!”

 

აბიდალს მხარდაჭერა ასევე კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, “ფეისბუქზე” აღუთქვა: “მე აქედან მსურს გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა აბიდალისადმი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ის იმსახურებს ამას, ის დიდებული ადამიანია!” 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში