workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიქტორ ვალდესის ინტერვიუ

ვიქტორ ვალდესის ინტერვიუ

“ბარსელონას” პირველმა ნომერმა ინტერვიუ მისცა “Canal + Sweden”–ს, “BBC”–სა და “Al Jazeera”–ს.ვალდესმა ისაუბრა საკუთარ მოტივაცებზე: “არ არის ადვილი გახდე კარგი მეკარე, ამას თავდაუზოგავი შრომა და ენერგია სჭირდება. მე დაუღალავად ვვარჯიშობ ყოველდღე, რათა შევიძინო მეტი გამოცდილება და ყველაფერი ეს ჩვენი ბოსის, ხოსეპ გვარდიოლას დამსახურებაა. უნდა დავაფასო ყველაფერი, რაც გამაჩნია: კლუბი, საცხოვრებელი, ოჯახი. სწორედ ამიტომ, ვცდილობ გავაკეთო მეტი, რათა ყველაფერი ეს ბედნიერ წარსულთან და მოგონებებთან ასოცირდებოდეს. მე უამრავი ტიტულის მოგება ვიზეიმე ჩვენს ფანებთან ერთად და ეს მხოლოდ შრომის დამსახურებაა. ეს ყველაფერი კი ჩემი და კლუბის მოტივაციაა”.

 

“მე არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ლა ლიგა არაკონკურენტუნარიანი ჩემპიონატია. აქ უდიდესი კლუბები ასპარეზობენ, პროფესიონალი ფეხბურთელებით. ყოველ წელს, თითოეული გუნდი, უფრო და უფრო ძლიერდება, იხვეწება. ფეხბურთი თანდათან ვითარდება და კლუბებიც ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ”.განაცხადა ვალდესმა.

 

“აუცილებლად მოვა დრო, როდესაც იქნება ახალი გამოწვევები. მე არ შემიძლია საკუთარი თავის ხილვა სხვა კლუბის მაისურში. ვიცი რაც მიყვარს და კარგად მესმის, რომ მოვა დრო, როდესაც მომიწევს ახალი გამოწვევები მივიღო . მე უნდა შევიცნო ახალი საფეხბურთო და კულტურული ფორმები”.

 

ვიქტორი შეეხო თავის საერთაშორისო როლსაც: “უდიდესი გამოცდილება შევიძინე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მთავარი მეკარე. დიდ მადლობას ვუხდი ვისენტე დელ ბოსკეს, რომელმაც შემიყვანა იმ ფეხბურთელების რიცხვში, რომლებიც ასპარეზობდნენ 2010 წლის მუნდიალზე. ყველა მოთამაშე მზად იყო ყველაფერი გაეღოთ ეროვნული ნაკრებისთვის და მე თავს ამ გუნდის სრულფასოვან წევრად ვთვლიდი”. განაცხადა ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ბლაუგრანას” კარის დარაჯმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 29 მარ 2019, 16:50

    ეხლა ეს ურევს, ტრავმა რო მიიღო გადაწყვეტილი და გაცხადებულიც ქონდა რო სეზონის ბოლოს დატოვებდა გუნდს. თუმცა მახსოვს ამის შემდეგ კიდევ მიმართა კლუბმა რო დარჩენილიყო მიუხედავად მძიმე ტრამვისა და ამან კვლავ უარი სტკიცა.

  • Bola
    schedule 29 მარ 2019, 12:39

    ლეგენდა ხარ ვიქტორ <3

  • Aron ralston
    schedule 29 მარ 2019, 03:44

    ციტატა: M10 S9 D11
    აუ რა მწარედ მახსოვს ამის ტრამვა 2014 წელს ის ქაჯი პინტო რო გვედგა ლიგაზე რა ბურთები გაუშვა მასტმა


    აი მაგ წელს ურესურსო ბარსელონას და მოსეირნე მესის ბრალი იყო სეზონი ჩაგდება კი მარტინიოს ქონდა შეცდომები მაგრამ 2 ტიტულის ფინალის წაგება მთლიანად გუნდის ბრალი იყო და ხელმძღვანელობის ტრაფნსფერი რომ არ კეთდებოდა გუნდში ბოლო წლებში კი საბედნიეროდ შეიცვალა სიტუაცია

  • M10 S9 D11
    schedule 28 მარ 2019, 23:28

    ციტატა: sergio busquets5
    ბარსელონას" მცველი, ხუან მირანდა და ნახევარმცველები, ორიოლ ბუსკეტსი და რიკი პუჩი ზაფხულში შესაძლოა "აიაქსში" გადაბარგდნენ.

    აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.

    ამსტერდამული კლუბი ზემოთნახსენებ ფეხბურთელებს იჯარის წესით იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ მცველ მატეის დე ლიგტის კატალონიურ გრანდში ტრანსფერი განხორციელდება.

    გარდა ამისა, ჰოლანდიურ კლუბს შესაძლოა ჟან-კლერ ტოდიბოც შეუერთდეს, რომელიც "ბარსამ" "ტულუზადან" იანვარში იყიდა.


    ძაან კარგს იზავენ თუ გაანათხოვრებენ 2-3 სეზონით კარგად გაზრდიან და დახვეწავენ

  • sergio busquets5
    schedule 28 მარ 2019, 23:20

    ბარსელონას" მცველი, ხუან მირანდა და ნახევარმცველები, ორიოლ ბუსკეტსი და რიკი პუჩი ზაფხულში შესაძლოა "აიაქსში" გადაბარგდნენ.

    აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.

    ამსტერდამული კლუბი ზემოთნახსენებ ფეხბურთელებს იჯარის წესით იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ მცველ მატეის დე ლიგტის კატალონიურ გრანდში ტრანსფერი განხორციელდება.

    გარდა ამისა, ჰოლანდიურ კლუბს შესაძლოა ჟან-კლერ ტოდიბოც შეუერთდეს, რომელიც "ბარსამ" "ტულუზადან" იანვარში იყიდა.

  • M10 S9 D11
    schedule 28 მარ 2019, 22:59

    აუ რა მწარედ მახსოვს ამის ტრამვა 2014 წელს ის ქაჯი პინტო რო გვედგა ლიგაზე რა ბურთები გაუშვა მასტმა

  • messi and iniesta
    schedule 28 მარ 2019, 22:55

    ყოველთვის ვიამაყებ იმით რომ შენ ბარსას მეკარე იყავი