workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანი: “მატჩის შემდეგ უსიამოვნოდ ვიყავი”

ბოიანი: “მატჩის შემდეგ უსიამოვნოდ ვიყავი”

როგორც იცით, ლა ლიგის 28–ე ტურში “სევილიამ” “ბარსელონას” უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, სადაც გოლი “ბლაუგრანას” მხრიდან ბოიან კრკიჩმა გაიტანა(ამ გოლით მისი მონაპოვარი ლა ლიგაში 4–მდე გაიზარდა).

 

“მართალია, ჩვენ არ გვითამაშია ჩვეულად, მაღალ დონეზე, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. შევქმენით უამრავი საგოლე მომენტი და ბურთის ფლობის პროცენტიც ჩვენს სასარგებლოდ იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მატჩის ბედის ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალება მაინც ვერ მოვახერხეთ. თამაშის შემდეგ ძალიან უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მოგება უფრო მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ასეთი გადაღლილი თამაშის შემდეგ, ერთი ქულაც დასაფასებელია”. დაასრულა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში