ესპანური “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ამჟამად კი კატალონიის ნაკრების დამრიგებელმა იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ მისი აზრით კრიშტიანუ რონალდუს ტრავმა მადრიდის “რეალს” დიდ პრობლემებს შეუქმნის. ჰოლანდიელი რონალდუს სამეფო კლუბის ლიდერად მიიჩნევს, ხოლო ლიდერის არ ყოფნა რა თქმა უნდა ყოველთვის დიდი პრობლემაა.
“ზოგი ადამიანი თვლის, რომ “რეალი” რონალდუს გარეშე უფრო კარგად თამაშობს. ჩემი აზრით ეს უაზრობაა. ყველამ კარგად იცის თუ ვინ არის მადრიდელთა ლიდერი. გუნდი ლიდერის გარეშე უდიდეს პრობლემებს განიცდის. სწორედ ასე იქნება ეს 2 კვირა “თეთრებისთვის”. კრიშტიანუ ბრწყინვალე ფეხბურთელია და ეს ყველამ უნდა აღიაროს. მართალია მას ასე ვთქვათ ცუდი ხასიათი და საუბრის მანერა აქვს, თუმცა ეს ფეხბურთთან არაფერ კავშირში არ არის. ამ სპორტში იგი ერთ–ერთი პირველია.” –ციტირებს კრუიფის სიტყვებს Marca.
