“ბარსას” ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ, პასუხი გასცა ბრალდებებს, რომლებიც გაჟღერდა კატალონიური კლუბის წინააღმდეგ: “კლუბმა უკვე გამოხატა თავისი ოფიციალური პოზიცია და ეს სწორედ ისაა რასაც ჩვენ ვფიქრობთ. ფეხურთში თუ რომელიმე გუნდი იგებს, ესე იგი თავის ოპონენტზე ძლიერია. სწორედ ესაა იმის ახსნა, რომ ჩვენ საუკეთესონი ვართ”. მცველმა უარყო ცრუ ბრალდებები და თქვა: “ის ვინც ამას იგონებს, ცეცხლს ეთამაშება”.
პიკე მხნედაა განწყობილი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით და ამბობს: “ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. მე ვთამაშობ კლუბში და ვაცხადებ, რომ არაფერს ვაკეთებთ, ისეთს რაც აკრძალულია (საუბარია დოპინგზე). გუნდში გვყავს საუკეთესო სპეციალისტი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუ როგორი საკვების მიღება ჯობია ფეხბურთელისთვის. ჩვენ ვიღებთ ჩვეულებრივ ვიტამინებს, ისეთებს, როგორებსაც ხალხი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასე რომ, არაა აუცილებელი ამაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს”.
ესპანეთის ნაკრების მოთამაშემ, არ მოისურვა “სევილიასთან” მატჩში მსაჯობაზე საუბარი: “ზოგჯერ მსაჯი აჯარიმებს ერთ მხარეს, ზოგჯერ მეორეს. ჩვენ ამაზე ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ. ისევე როგორც ყველა ადამიანი, მსაჯიც არ არის შეუცდომელი. აუცილებელია ვიყოთ უფრო ძლიერნი, ვიდრე ჩვენი ოპონენტები. ყოველთვის გამარჯვება რთულია, მაგრამ წინ კიდევ უამრავი მატჩია და გვსურს ყველგან გამარჯვებულები გამოვიდეთ”. დაასრულა კატალონიელმა.
