დღეს, “სიუტატ ესპორტივას” ნაცნობი სტუმარი ჰყავდა. “ბარსელონას” სავარჯიშო მოედანს პაულინიო ესტუმრა. ის შეხვდა ფეხბურთელებს და მწვრთნელს, რომელსაც ზაფხულში მისი გაშვება ყველაზე ნაკლებად სურდა.
ბრაზილიელმა მცირე კომენტარიც გააკეთა: “ჩემი ყოფილი თანაგუნდელების და შტაბის წევრების ხელახლა ნახვით გახარებული ვარ, მათ დიდ პატივს ვცემ.
როცა დრო მაქვს, “ბარსას” თამაშებს სულ ვუყურებ. ისინი თითქმის ყოველთვის კარგად თამაშობენ”. – თქვა პაულინიომ.
30 წლის ნახევარმცველმა “გუანჩჟოუში” დაბრუნებისთანავე, ლიდერის როლი მოირგო. ჩინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 თამაშში, მან გოლით თავი 10-ჯერ გამოიჩინა.




ვაუ, ყოჩაღ შენ პაუ. 10 გოლი 14 მატჩში. ნებისმიერ თავმდასხმელს შეშურდება ამას ისეთი შედეგები აქვს.
პაუ შე მხეცო
Paulunho is back
ეს იჯარით არაა წასული?
ყველაზე თესლად მოვიდა და თესლადაც წავიდა ცუდი არაფერი გვეთქმის