ძლიერმა წვიმამ ბარსელონას ქუჩებთან ერთად, “კამპ ნოუს” ნაწილობრივ დატბორვაც გამოიწვია. წყალი გვირაბის და მოედნის დამაკავშირებელ ადგილას დადგა “ბარსას” მოედნის ტურის გეგმაში ცვლილებების შეტანაც გახდა საჭირო: დამთვალიერებლებს აქამდე განსაზღვრული ადგილების ნაწილისთვის თავის არიდება მოუხდათ.
მოედანზე დამონტაჟებული სპეციალური სისტემის წყალობით, მინდორი არ დაზიანებულა.
კატალონიელებს ვითარების გამოსწორებისთვის საკმაოდ დიდი დრო აქვთ, მომდევნო საშინაო მატჩს “ბარსელონა” 21 ოქტომბერს გამართავს. მეტოქე “სევილია” იქნება.




მადრიდიდან შეტევაა პერესის დაკვეთითაა ეგ
სტადიონს მიაქციონ ყურადღება კამპ ნოუ ჩემი ოცნების ადგილია <3