ხორხე სამპაოლი: მესის მსოფლიოს თასის მოგება ისევ შეუძლია

ხორხე სამპაოლი: მესის მსოფლიოს თასის მოგება ისევ შეუძლია

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, ხორხე სამპაოლიმ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ წლევანდელი მუნდიალის წარუმატებლობის მიუხედავად, “ბარსელონას” ლიდერს ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური ჯილდოს მოგება მაინც შეუძლია. 

“ლეო მესის არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მაინც შეუძლია. მთავარია, გუნდი უფრო ორგანიზებული იყოს და მეტი თავდაჯერება ჰქონდეს. 

დამარცხება არ ნიშნავს იმას, რომ გამარჯვების მოპოვების უნარი არ გაქვს. თუ საკუთარი თავის რწმენა გაქვს, შედეგის მიღწევას მოახერხებ. 

ნაკრებში სწორი პროცესები უნდა წავიდეს. შეიძლება ამან შედეგი მაშინვე არ გამოიღოს და კოპა ამერიკა ვერ მოვიგოთ, მაგრამ წინსვლა უნდა გაგრძელდეს. 

მესი ყველაზე მონდომებული იყო და წაგებასაც ყველაზე მეტად განიცდიდა, მის მხრებზე უდიდესი ტვირთი იყო, თანაგუნდელები კი ხშირად ვერ ახერხებდნენ, მისთვის დახმარება გაეწიათ. ეს საკმაოდ რთულია”. – თქვა სამპაოლიმ. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • donandresiniesta8
    09 ოქტ 2018, 23:47

    დიბალას და იკარდის რო არ გამოიყენებ რაზეა იქ ლაპარაკი

  • ^Barca-Vision^
    09 ოქტ 2018, 22:33

    Auu gaajvi sheni ase da ise she mwvrtnelobis azze ar iyo fexburtelebs daabrale axla