workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ნიდო: “შეგვეძლო “ბარსა” დაგვემარცხებინა”

დელ ნიდო: “შეგვეძლო “ბარსა” დაგვემარცხებინა”

“სევილიას” პრეზიდენტი ხოსე მარია დელ ნიდო შესანიშნავ ხასიათზეა “ბარსელონასთან” დასრულებული ფრის შემდეგ (1:1).

“რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან ქულის აღებით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ შეგვეძლო მოგვეგო კიდეც. ვფიქრობ გულშემატკივრებმა დიდი სიამოვნება მიიღეს ორი ძლიერი გუნდის ჯახით, რადგან მატჩი მართლაც სანახაობრივი იყო. ტემპი არ დავარდნილა. ხან ერთი გუნდი უტევდა ხან მეორე. თუ “ბარსელონა” თვლის, რომ ცოტა გაიტანა, მაშინ ჩვენც გვაქვს იგივეს თქმის უფლება, რადგან “სევილიამ” საკმაოდ შექმნა საგოლე მომენტები. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონობას, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა, მაგრამ აშკარად ჩანს ვინ არის მთავარი ფავორიტი: “ბარსა”. კატალონიელებს ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ მსოფლიოში. ვუყურებ მათ თამაშს და მსიამოვნებს.” –ციტირებს დელ ნიდოს სიტყვებს მადრიდული Marca.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში