მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა ბ”-მ მორიგი მეტოქე დაამარცხა და ცხრილის სათავეს მიუახლოვდა

“ბარსა ბ”-მ მორიგი მეტოქე დაამარცხა და ცხრილის სათავეს მიუახლოვდა

“ბარსელონას” სარეზერვო გუნდმა სეგუნდა დივიზიონ ბ-ში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ჩავი პიმიენტას გუნდმა თავის მოედანზე ცხრილში წინ მყოფი “ოლოტი” დაამარცხა. 

კატალონიელებმა ორი სწრაფი გოლი გაიტანეს: მე-6 და მე-9 წუთებზე თავი დანიელ მორერმა და აბელ რუისმა გამოიჩინეს, ტაიმის ბოლოს კი ალან ბარომ სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმში, ანგარიში აღარ შეცვლილა. 

ამ მოგების შემდეგ, “ბარსა ბ”-მ მეცხრედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მე-6 ტურის მატჩები ყველა გუნდს ჯერ არ გაუმართავს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Lashamesi
    schedule 29 სექ 2018, 22:36

    Bichebo ras piqrobt reali atletikoze?

  • ANRIBARCA
    schedule 29 სექ 2018, 22:26

    როგორ მეცოდება რა ეს სტარიჯი, ძაან ელეგანტური ფეხბურთელია და ყოველ მეორე თამაშში ტრამვას ირებს